03 Dec 2025
„ანაგის“ საწყობის ოპტიმიზაცია — როგორ გახდა ერთი დამტვირთველი საკმარისი მთელი საწყობის სამართავად
საქართველოს სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს, კომპანია „ანაგს“, თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახალი სასაწყობე სივრცის მოსაწყობად განსაკუთრებული მოთხოვნები ჰქონდა. კომპანიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ისეთი საპალეტე თაროების შერჩევა, რომლებიც არა მხოლოდ დაზიანებისადმი მაღალი მედეგობით გამოირჩეოდა, არამედ გაუძლებდა განსაკუთრებით დიდ დატვირთვას — 3000 კილოგრამს თითოეულ პალეტზე.