აპარატის ტიპი 

ძრავი 

ავზის მოცულობა  (ლ)

თეორიული წარმადობა  (მ^2/სთ)

10 პროდუქტი

თანამედროვე ბიზნესში  სისუფთავე და ჰიგიენა აუცილებელი მოთხოვნაა. სწორედ ამიტომ, კომპანია K2 წარმოგიდგენთ HAKO-ს პროფესიონალურ მოსარეცხ და მოსახვეტ აპარატებს, რომლებიც ნებისმიერი ტიპის სივრცეს ეფექტურად ასუფთავებს.

გერმანული კომპანია HAKO მაღალი ხარისხისა და მარტივად გამოსაყენებელ დასუფთავების ტექნიკას ქმნის, რომელიც მორგებულია როგორც მცირე, ისე დიდი ზომის ობიექტების საჭიროებებზე. თუ გჭირდებათ საწყობის, საწარმოს, სავაჭრო ცენტრის ან სხვა ფართის დასუფთავება, ჩვენ სწორი აპარატის შერჩევაში დაგეხმარებით.

მოსარეცხი და მოსახვეტი აპარატების ტიპები

თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნების გათვალისწინებით, HAKO გთავაზობთ სხვადასხვა სიმძლავრისა და ფუნქციონალის მქონე პროფესიონალურ დასუფთავების აპარატებს. მიუხედავად იმისა, გჭირდებათ მცირე სივრცის ყოველდღიური დასუფთავება თუ დიდი ფართის მოვლა, ასორტიმენტში აუცილებლად იპოვით თქვენზე მორგებულ მოდელს.

ხელით სამართავი მოსარეცხი აპარატები 

კომპაქტური და მარტივად სამართავი აპარატები, რომლებიც იდეალურია მცირე და საშუალო ზომის ფართობებისთვის. მათი წარმადობა 4,200 მ²/სთ-მდე აღწევს, რაც საკმარისია ყოველდღიური სამუშაოებისთვის. განსაკუთრებით ეფექტურია ვიწრო დერეფნებისა და შეზღუდული სივრცეების დასასუფთავებლად.

დასაჯდომი მოსარეცხი აპარატები 

მაღალი წარმადობის აპარატები დიდი ფართობების დასასუფთავებლად. მათი სამუშაო სიგანე 65-დან 155 სმ-მდეა, ხოლო წარმადობა 14,000 მ²/სთ-ს აღწევს. აღჭურვილია ერგონომიული სავარძლითა და მართვის მარტივი სისტემით, რაც ხანგრძლივი სამუშაოს პირობებში, ოპერატორის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს.

მოსახვეტი აპარატები 

იდეალური გადაწყვეტილება მშრალი ნარჩენების, მტვრისა და ნამსხვრევების მოსაშორებლად. გამოირჩევა მაღალი ეფექტურობის ფილტრაციის სისტემითა და დიდი მოცულობის ნარჩენების კონტეინერით. ხელმისაწვდომია როგორც ხელით სამართავი, ასევე დასაჯდომი მოდელები, რომელთა წარმადობაც 16,000 მ²/სთ-მდე აღწევს.

კომბინირებული აპარატები 

აერთიანებს მოსახვეტისა და მორეცხვის ფუნქციებს, რაც საშუალებას გაძლევთ ერთი გავლით მოაშოროთ როგორც მშრალი ნარჩენები, ასევე დაასუფთაოთ სველი ზედაპირები. ეს განსაკუთრებით ეფექტურია დიდ საწარმოო და სასაწყობო სივრცეებში.

ხალიჩის საწმენდი აპარატები 

HAKO Cleanserv VU4 ხალიჩებისა და რბილი საფარის მქონე ზედაპირების წმენდის საუკეთესო საშუალებაა. აპარატი აღჭურვილია ანტიბაქტერიული HEPA ფილტრითა და მარტივად რეგულირებადი ჯაგრისებით. ტელესკოპური მილი და მოქნილი შლანგი რთულად მისადგომი ადგილებისაც კი ეფექტურ წმენდს. მისი კომპაქტური დიზაინი მეტად აადვილებს აპარატის ტრანსპორტირებასა და შენახვას.

HAKO-ს მოსარეცხი აპარატების გამოყენების სფეროები

HAKO-ს აპარატები განსაკუთრებით ეფექტურია საწარმოო ობიექტებზე.  ტექნიკის  გაძლიერებული სისტემები ზეთს, საწარმოო ნარჩენებს, მტვერს, იატაკის ლაქებსა და სხვა მძიმე დაბინძურებას ეფექტურად აშორებს. 

საწყობებში ფართო სამუშაო არეალის მქონე დასაჯდომი აპარატები იდეალურად ასუფთავებს სტელაჟებს შორის სივრცეს, ხოლო კომპაქტური მოდელები კარგად უმკლავდება ვიწრო სამუშაო ზონებსა და ტექნიკურ სივრცეებში.

პარკინგების დასუფთავებისას აპარატები ეფექტურად აშორებს ზეთს, საბურავების კვალსა და მძიმე დაბინძურებას. სუპერმარკეტების, სასტუმროებისა თუ საავადმყოფოების დასუფთავებისას მოწყობილობები კომფორტს არ არღვევს, რადგან ფილტრაციის სისტემა დაბალი ხმაურის დონით ხასიათდება.  

კვების ობიექტებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ანტიბაქტერიული დამუშავების ფუნქცია, ფარმაცევტულ საწარმოებში კი HEPA ფილტრების არსებობა. ლოჯისტიკურ ცენტრებსა და საწყობებში მაღალი წარმადობის აპარატები სწრაფად ასუფთავებს დიდ ფართობებ.

სხვა ტიპის სასაწყობე ტექნიკითაც თუ ხართ დაინტერესებული ჩვენთან დამტვირთველებსა და შესაფუთ აპარატებსაც ნახავთ.

რატომ K2 და HAKO-ს აპარატები?

ჩვენი პროფესიონალი გუნდი, 8 წლიანი გამოცდილებით, გთავაზობთ არა მხოლოდ ხარისხიან აპარატებს, არამედ სრულ მხარდაჭერას მათი ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.

თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის:

  • გაძლევთ პროფესიონალურ რჩევებს სწორი მოდელის შესარჩევად;

  • გთავაზობთ საგარანტიო და საგარანტიოს შემდგომ მომსახურებას;

  • სათადარიგო ნაწილების მუდმივი მარაგი;

  • გაგიწევთ ოპერატიულ ტექნიკურ მხარდაჭერას;

HAKO-ს მოსარეცხი და მოსახვეტი აპარატები წარმოადგენს გრძელვადიან ინვესტიციას ბიზნესის ეფექტურობაში. მაღალი ხარისხის გერმანული ტექნიკა, K2-ის პროფესიონალური მხარდაჭერა და მრავალწლიანი გამოცდილება ინვესტიციის მაქსიმალურ ეფექტურობას განაპირობებს