ლიპის მექანიზმი 

ოპერაციის მექანიზმი 

ტვირთამწეობა  (kN)

ლიპის სიგრძე  (მმ)

ზომა  (მმ)

მასალა 

2 პროდუქტი

დოკ ლეველერები თანამედროვე ტვირთის გადაზიდვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი სპეციალური მექანიკური მოწყობილობებია, რომლებიც ტვირთის ჩატვირთვა გადმოტვირთვისთვის გამოიყენება. 

დოკ ლეველერები ქმნის კავშირს შენობასა და სატვირთო მანქანებს შორის, რის გამოც ხშირად ,,ხიდებსაც” უწოდებენ. მათი მთავარი მიზანია საქონლის უსაფრთხო, სწრაფი და გამარტივებული გადატანა. 

სად და რატომ გამოიყენება დოკ ლეველერები?

დოკ ლეველერები თანამედროვე ლოგისტიკური და სადისტრიბუციო ცენტრების, საწყობებისა და ნებისმიერი სამრეწველო ობიექტის განუყოფელი ნაწილია, სადაც ტვირთის აქტიური მიღება-გაგზავნა ხდება.

მათი გამოყენება სამმაგ დაცვას უზრუნველყოფს და ზრდის პროდუქტიულობას. ლეველერი სრულად ფარავს საწყობსა და სატვირთოს შორის არსებულ სახიფათო სივრცეს, რითაც პერსონალს საწარმოო ტრავმებისგან იცავს. 

ეს მოწყობილობა გარანტირებულ უსაფრთოებას უზრუნველყოფს ტვირთვისთვისაც. მაგალითად, როდესაც ტვირთი გადაადგილდება არათანაბარ ზედაპირზე, ის შეიძლება რაიმეს შეეჯახოს, ზედმეტად შეირყეს და დაზიანდეს შიგთავსი. ლეველერის სწორ ზედაპირზე კი პალეტები უსაფრთხოდ მოძრაობს.

ამასთანავე, დოკ ლეველერი სასაწყობე ტექნიკის ექსპლუატაციას ახანგრძლივებს. დოკსა და სატვირთოს შორის არსებულ უსწორმასწორო ზედაპირზე ხშირი მოძრაობა სასაწყობე ტექნიკის ნაადრევ ცვეთასა და დაზიანებას იწვევს. ლეველერის მიერ შექმნილი გლუვი ზედაპირი კი ამცირებს ვიბრაციას, იცავს სავალ ნაწილებს და მნიშვნელოვნად ამცირებს შეკეთების ხარჯებს.

ამასთანავე, მოწყობილობა აჩქარებს დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესს. შედეგად, სატვირთო მანქანები ნაკლებ დროს ატარებს დოკზე, რაც პროცესების დაჩქარებას უწყობს ხელს. 

 რა უნდა გაითვალისწინოთ დოკ ლეველერის შერჩევისას?

სწორი დოკ ლეველერის არჩევა მოითხოვს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებას.

ტვირთამწეობა და გამოყენების სიხშირე 

მნიშვნელოვანია შეაფასოთ, თუ რა მაქსიმალურ წონას აიტანს ლეველერი. ეს წონა მოიცავს როგორც თავად ტვირთს, ასევე იმ მოწყობილობებს, მაგალითად, სატვირთო ამწეებს, რომლებიც მასზე იმოძრავებს. უსაფრთხოებისთვის და იმისთვის, რომ მოწყობილობამ დიდხანს იმუშაოს, უმჯობესია აირჩიოთ ისეთი ლეველერი, რომელიც მოსალოდნელ მაქსიმალურ წონაზე მეტს გაუძლებს.

დოკის სიმაღლე და სატვირთო მანქანის შესაბამისობა 

მნიშვნელოვანია, ზუსტად გაზომოთ თქვენი დოკის სიმაღლე. ასევე, უნდა გაარკვიოთ, რა სიმაღლის სატვირთო მანქანები სარგებლობს ხშირად დოკით. სატვირთო მანქანების ტიპები, მაგალითად, ჩვეულებრივი მიწოდების მანქანები, კონტეინერები თუ სპეციალური მისაბმელები, განსაზღვრავს, თუ რა დიაპაზონში უნდა შეეძლოს ლეველერს სიმაღლის რეგულირება.

უსაფრთხოების მახასიათებლები

პრიორიტეტი მიანიჭეთ მოდელებს, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. ეს მოიცავს დამცავებს, ავტომატურ ჩამკეტ მექანიზმებს, უსაფრთხოების საყრდენებსა და საავარიო გაჩერების ფუნქციას, რაც კრიტიკულ სიტუაციებში მყისიერ რეაგირებას უზრუნველყოფს.

გარემო პირობები

თუ თქვენი ობიექტი გამოირჩევა ექსტრემალური ტემპერატურით, მაღალი ტენიანობით ან ქიმიურად აქტიური გარემოთი, შეარჩიეთ სპეციალური დაფარვის მქონე ლეველერი. მაგალითად, გალვანზირებული ან უჟანგავი ფოლადის მოდელები საუკეთესო გამოსავალია კოროზიისგან დასაცავად.

სწორად შერჩეული დოკ ლეველერი არ არის უბრალოდ მოწყობილობა – ის არის ინვესტიცია თქვენი ბიზნესის ეფექტურობაში, უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში.

დაგვიკავშირდით K2-ის გუნდს, რათა შეგირჩიოთ თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული გადაწყვეტა.