1 პროდუქტი

სექციური კარი - გერმანული საინჟინრო გამოცდილება

წარმოგიდგენთ გერმანული პრემიუმ ბრენდის, ჰორმანის (Hörmann) ინოვაციურ პროდუქციას - სექციურ კარებსა და დოკ ლეველერებს, რომლებიც უმაღლეს ხარისხს, საიმედოობასა და ენერგოეფექტურობას აერთიანებს.

ჰორმანის პროდუქცია წარმოადგენს გერმანული საინჟინრო გამოცდილების საუკეთესო ნიმუშია, სადაც ყოველი დეტალი მაქსიმალურ ეფექტურობასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციაზეა გათვლილი. 

სექციური კარები - ინოვაციური გადაწყვეტა თქვენი ბიზნესისთვის

თანამედროვე ინდუსტრიული სივრცეები მოითხოვს საიმედო და ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებს. 

გამძლეობა და საიმედოობა

ჰორმანის სექციური კარები შექმნილია 25,000-ზე მეტი სამუშაო ციკლისთვის და 10 წლიანი გარანტია აქვს. მყარი სექციური დამაკავშირებლები, ბურთულიანი როლიკები და კოროზიისადმი მდგრადი ჩარჩოები წლების განმავლობაში უხმაურო და გლუვ ოპერირებას განაპირობებს.

ენერგოეფექტურობა და თბოიზოლაცია

WA 500 FU ძრავის მქონე სექციური კარი სწრაფად მუშაობს და 1 მეტრს წამში ფარავს, რაც ენერგიის დანაკარგებს ამცირებს. 67 მმ სისქის ალუმინის კონსტრუქცია და სპეციალური თბოიზოლირებული დამაკავშირებლები კი ოპტიმალურ ტემპერატურას მარტივად ინარჩუნებს.

დოკ ლეველერები - ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაცია

თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრებისა და საწარმოების ეფექტური ფუნქციონირება წარმოუდგენელია საიმედო დოკ ლეველერების გარეშე. ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი სისტემები არა მხოლოდ აჩქარებს ლოგისტიკურ პროცესებს, არამედ, სექციური კარების მსგავსად, ამცირებს ენერგიის დანახარჯებს და ზრდის ბიზნესის ეფექტურობას.

ინოვაციური კონსტრუქცია

ჰორმანის დოკ ლეველერები დამზადებულია S 235 სტანდარტის ფოლადით, რაც დეფორმაციისადმი მაქსიმალურ მდგრადობას განაპირობებს. სტრატეგიულად განლაგებული საჰაერო სარქვლები და მყარი ანკერები კი ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის საიმედო საფუძველს ქმნის.

ინოვაციური DOBO სისტემა

ჰორმანის DOBO სისტემა (Dock Before Opening) არის ენერგოეფექტურობის ინოვაცია, რომელიც გაძლევთ საშუალებას სატვირთო მანქანის გადატვირთვა დაიწყოთ მაშინაც კი, როცა კარი ჯერ კიდევ დალუქულია. ეს ინოვაციური პროცესი თითოეული სატვირთოს დაცლა/დატვირთვის დროს გიზოგავთ საშუალოდ 5 წუთს, რაც ზრდის უსაფრთხოებას და ამცირებს ენერგიის დანახარჯებს.

მაქსიმალური უსაფრთხოება ჰორმანისაგან

ჰორმანის პროდუქცია აღჭურვილია მრავალდონიანი უსაფრთხოების სისტემებით, რომლებიც იცავს როგორც პერსონალს, ისე აღჭურვილობას. სექციური კარები მოიცავს სერტიფიცირებულ RC2 უსაფრთხოების სისტემას და რეგულირებად როტაციულ საკეტებს, რაც არასანქცირებული შეღწევისგან მაქსიმალურ დაცულობას განაპირობებს.

დამცავი მექანიზმები

სატვირთო ოპერაციების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზიანებების პრევენცია. ჰორმანის დოკ ლეველერები აღჭურვილია სპეციალური დამცავი სისტემებით, რომლებიც მძიმე დაჯახების შემთხვევაში, ეფექტურად იცავს როგორც შენობას, ისე სატვირთო მანქანას. პარკირების დამხმარე სისტემა კი სატვირთო მანქანის ზუსტ და უსაფრთხო პოზიციონირებას უწყობს ხელს.

ინტელექტუალური კონტროლი

BlueControl სისტემა მუდმივად აკონტროლებს მოწყობილობების მუშაობას და პოტენციურ რისკებს წარმოქმნისთანავე აფიქსირებს. საგანგებო სიტუაციებისათვის, სისტემა აღჭურვილია ავტომატური გათიშვის მექანიზმით და გაწვდით დეტალურ ინფორმაციას ყველა ოპერაციის შესახებ.

Duratec-ის ტექნოლოგია

სექციური კარების გამჭვირვალე ელემენტები დამზადებულია Duratec-ის სინთეტიკური მინით, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამძლეობას ნაკაწრებისა და დაზიანებებისადმი, ინარჩუნებს გამჭვირვალობას მკაცრ საექსპლუატაციო პირობებშიც კი. 

სექციური კარის გამოყენების სფეროები და უპირატესობები

ჰორმანის სექციური კარები და დოკ ლეველერები წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში. გაიგეთ თუ, როგორ შეიძლება მოერგოს ეს ტექნოლოგია თქვენი ბიზნესის საჭიროებებს.

 წარმოება და სამრეწველო ობიექტები

თანამედროვე საწარმოებისთვის ლოგისტიკური პროცესების უწყვეტობა და ენერგოეფექტურობა გადამწყვეტია. ჰორმანის სექციური კარები და დოკ ლეველერები წარმოების პროცესის შეუფერხებელ მუშაობას უწყობს ხელს. მძიმე სამრეწველო გარემოში S 235 სტანდარტის ფოლადით დამზადებული კონსტრუქცია და გაძლიერებული დამცავი მექანიზმები გარანტირებულად უზრუნველყოფს ხანგრძლივ და საიმედო ექსპლუატაციას.

ლოგისტიკური ცენტრები

ლოგისტიკურ ცენტრებში, სადაც დღე-ღამის განმავლობაში ათობით სატვირთო მანქანის დატვირთვა-გადმოტვირთვა მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია დროის ეფექტური მართვა. DOBO სისტემა და BlueControl აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ დრო თითოეულ ოპერაციაზე. ულტრასწრაფი WA 500 FU ძრავით აღჭურვილი სექციური კარები კი განაპირობებს სწრაფ და უსაფრთხო წვდომას სასაწყობე სივრცეებთან.

სავაჭრო ობიექტები

სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის ფუნდამენტური საკითხია არა მხოლოდ ფუნქციონალურობა, არამედ ესთეტიკური მხარეც. ჰორმანის სექციური კარები Duratec-ის სინთეტიკური მინით და ელეგანტური დიზაინით აერთიანებს როგორც პრაქტიკულ, ისე ვიზუალურ უპირატესობებს. 67 მმ სისქის თბოიზოლირებული კონსტრუქცია კი ენერგიას ოპტიმალურად ინარჩუნებს.

რატომ K2 სასაწყობე ტექნიკა?

სასაწყობე ტექნიკის კომპანია K2, 8 წლიანი წარმატებული ოპერირებით ქართულ ბაზარზე, ინტრალოგისტიკური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, თქვენი საიმედო პარტნიორი გახდება. 

ჩვენთან გაყიდვებისა და მომსახურების პროცესები ერთ სივრცეშია თავმოყრილი. გთავაზობთ:

  • პროფესიონალურ კონსულტაციასა და ბიზნესის საჭიროებების იდენტიფიცირებას;

  • ტექნიკურ მხარდაჭერას მონტაჟისა და ექსპლუატაციის ეტაპზე;

  • რეგულარულ სერვისს და სწრაფ რეაგირებას ტექნიკური საჭიროებების შემთხვევაში.

როგორც ჰორმანის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, უზრუნველყოფთ უახლესი გერმანული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენი პორტფოლიო მოიცავს მხოლოდ პრემიუმ ხარისხის პროდუქციას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და გამოირჩევა მაღალი საიმედოობით.