76 პროდუქტი
ინდუსტრიული ტექნიკის საბურავები
K2 სასაწყობე ტექნიკა წარმოგიდგენთ BKT-სა და MARANGONI პრემიუმ კლასის ინდუსტრიულ და სამშენებლო საბურავებს საქართველოში.
როგორც BKT-სა და MARANGONI ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, K2 სასაწყობე ტექნიკა გთავაზობთ საბურავების სრულ ასორტიმენტს სხვადასხვა დანიშნულების ავტოტექნიკისთვის.
რატომ უნდა აირჩიოთ BKT-ს საბურავები?
BKT-ს საბურავები შექმნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც აფასებენ საიმედოობასა და ეფექტურობას. აი, რა განასხვავებს მათ სხვა მწარმოებლებისგან:
-
განსაკუთრებული გამძლეობა უხეშ გარემოში: ყველა მოდელი იწარმოება სპეციალური რეზინის ნარევით, რომელიც უძლებს მკაცრ სამუშაო პირობებს, იქნება ეს სამშენებლო თუ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია;
-
გაუმჯობესებული მოჭიდება ნებისმიერ ზედაპირზე: უნიკალური პროტექტორის დიზაინი განაპირობებს მაქსიმალურ მოჭიდებას როგორც სველ, ისე მშრალ ზედაპირზე, რაც ზრდის უსაფრთხოებას და ამცირებს საბურავის ცვეთას;
-
ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა BKT-ს საბურავები შექმნილია ხანგრძლივი მუშაობისთვის, რაც საგრძნობლად ამცირებს ხარჯებს გრძელვადიან პერსპექტივაში;
-
თერმული მდგრადობა: სპეციალური შემადგენლობა უზრუნველყოფს საბურავების სტაბილურ მუშაობას როგორც მაღალ, ისე დაბალ ტემპერატურაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ცვალებად კლიმატურ პირობებში.
MARANGONI - პრემიუმ არჩევანი დამტვირთველებისთვის
იტალიური ბრენდის MARANGONI-ს დამტვირთველის საბურავები განსაკუთრებით მძიმე სამუშაო პირობებისთვისაა შექმნილი. ისინი, სხვა ბრენდებთან შედარებით, სამმაგი გამძლეობით, შემცირებული ენერგომოხმარებითა და ინტენსიური ექსპლუატაციის პირობებშიც კი, მინიმალური ცვეთით ხასიათდება. MARANGONI-ს საბურავები უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ მოჭიდებას რთულ ზედაპირებზე და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს თქვენი ტექნიკის შრომისუნარიანობას.
მძიმე ტექნიკის საბურავების ტიპები და მათი დანიშნულება
BKT-ს საბურავების თითოეული მოდელი შექმნილია კონკრეტული ტექნიკის სპეციფიკური საჭიროებების მიხედვით. მათი მრავალფეროვანი ასორტიმენტი საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ იდეალური საბურავები სამუშაო გარემოსა და დატვირთვის გათვალისწინებით.
კომპაქტური დამტვირთველის საბურავები
შექმნილია უხეშ რელიეფზე სამუშაოდ. ღრმა პროტექტორი და გვერდითი დამცავები ამცირებს ცვეთას და აუმჯობესებს მოჭიდებასა და სტაბილურობას. ეს საბურავები იდეალურია საწყობის დამტვირთველების სანდო და ეფექტური ოპერირებისთვის.
კატოკის საბურავები
შეიცავს თბორეზისტენტული შენარევებს, რაც ზრდის სტაბილურობას და ამცირებს მის ცვეთას. შესაბამისად, ეს მახასიათებლები ხანგრძლივ ექსპლუატაციას განაპირობებს.
ტელესკოპური დამტვირთველის საბურავები
გათხრითი და მშენებლობის ოპერაციებისთვის განკუთვნილი საბურავი, რომელიც გამორჩეულია გამძლეობითა და მოჭიდებით. მისი გამოყენება შეიძლება როგორც სამშენებლო მოედნებზე, ისე სხვა ინდუსტრიულ ლოკაციებზე, სადაც უსაფრთხოება და ეფექტურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ფრონტალური დამტვირთველის საბურავები
განკუთვნილია მაღალი დატვირთვის ოპერაციებისთვის უხეშ გარემოში, აქვს გასკდომისადმი რეზისტენტული შემადგენლობა და მოჭიდება. ამ საბურავების წყალობით, მძიმე სამუშაო პირობებშიც კი შესაძლებელია ოპერაციების შეუფერხებლად წარმართვა.
გრეიდერის საბურავები
საბურავების ეს ტიპი თვითმწმენდი პროტექტორებითაა აღჭურვილი, რომლებიც კარგი მოჭიდებით გამოირჩევა და ტალახიან ზედაპირზე შეუფერხებლად გადაადგილდება. გრეიდერის საბურავების მაღალი ხარისხისა და სხვა მახასიათებლების წყალობით გაქვთ შესაძლებლობა მინიმუმამდე შეამციროთ სხვადასხვა ამოცანების შესრულების დრო და ხარჯი, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ბიზნესის ეფექტურობასა და განვითარებაზე.
ექსკავატორის საბურავები
შექმნილია დატვირთული გათხრითი სამუშაოებისთვის, აქვს თვითმწმენდი პროტექტორები, რაც ტალახიან ზედაპირზე კომფორტულ გადაადგილებას განაპირობებს. მისი გამძლეობა და ეფექტურობა კი ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის გარანტია.
ტრაქტორის საბურავები
BKT-ის ტრაქტორის საბურავები მაღალი გამძლეობითა და გაუმჯობესებული მოჭიდებით ხასიათდება. ისინი იდეალურად ერგებია როგორც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს, ისე მძიმე ინდუსტრიულ გარემოს.
რატომ უნდა აირჩიოთ სანდო პარტნიორად K2?
როგორც BKT-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში, K2 სასაწყობე ტექნიკა გამორჩეულ მომსახურებასა და მხარდაჭერას გთავაზობთ. ჩვენი გამოცდილი გუნდის წყალობით, თქვენ მიიღებთ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის საბურავებს, არამედ სრულ საკონსულტაციო მომსახურებას.
8 წლიანი გამოცდილება ინტრალოგისტიკის სფეროში საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ ზუსტად ის გადაწყვეტა, რომელიც თქვენს ბიზნესს სჭირდება. ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან სწორი არჩევანის გაკეთებაში, გაითვალისწინებენ თქვენი ტექნიკის სპეციფიკასა და სამუშაო გარემოს თავისებურებებს.
K2 სასაწყობე ტექნიკა უზრუნველყოფს:
-
პროფესიონალურ კონსულტაციას საბურავების შერჩევისას;
-
საბურავების სწრაფ მიწოდებას;
-
გარანტიის პირობების სრულ დაცვას;
-
პოსტ-გაყიდვების მხარდაჭერას.
ერთად შევარჩიოთ თქვენი ტექნიკისთვის საუკეთესო საბურავები, რომლებიც ნებისმიერ გარემოში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტი იქნება.