პლატფორმის დიამტერი  (მმ)

ტვირთის მაქს. წონა  (კგ)

ცელოფნის წინასწარ გაჭიმვა 

ტვირთის მაქს. სიმაღლე  (მმ)

პლატფორმის ბრუნვის სისწრაფე  (ბრუნი/წთ)

5 პროდუქტი

დღევანდელ სწრაფად მზარდ ბიზნეს გარემოში, სადაც დრო და ეფექტურობა გადამწყვეტ როლს თამაშობს, შესაფუთი აპარატები ინოვაციური ტექნოლოგიაა თქვენი უსაფრთხო შეფუთვისა და ტრანსპორტირებისთვის. K2 წარმოგიდგენთ Robopac-ის,  გლობალური ლიდერის უახლეს ტექნოლოგიებს შეფუთვის სფეროში, რომელიც ხარისხს, საიმედოობასა და ეკონომიურობას აერთიანებს.

თუ დიდი ხანია, ბიზნესის ეფექტურობის გაზრდისათვის, საწარმოო პროცესების ავტომატიზირებაზე ფიქრობთ, მაშინ Robopac-ის შესაფუთი აპარატები ამის საუკეთესო შესაძლებლობაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სასაწყობე ტექნიკის იმპორტიორი კომპანია K2 სრულ საკონსულტაციო მხარდაჭერას გთავაზობთ. 

შესაფუთი აპარატის აუცილებლობა თანამედროვე ბიზნესისთვის

თანამედროვე ბიზნეს გარემოში ავტომატიზებული შეფუთვის სისტემები ფუფუნებიდან აუცილებლობად იქცა. 

ხარჯების შემცირება ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობაა, რასაც ავტომატიზებული შეფუთვის სისტემა გთავაზობთ. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევთ შესაფუთი მასალების ხარჯი 30%-მდე დაზოგოთ, რაც პირდაპირ აისახება ბიზნესის მომგებიანობაზე. ამასთან, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები დაბალ საოპერაციო ხარჯებსაც განაპირობებს.

პროდუქტიულობის ზრდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ავტომატიზებული სისტემები საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ შეფუთვის პროცესის სიჩქარე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პიკის საათებში, როდესაც დროული მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თანამშრომლებს კი შესაძლებლობა ეძლევათ ფოკუსირება უფრო მნიშვნელოვან ამოცანებზე მოახდინონ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია პროდუქციის უსაფრთხოების საკითხი. Robopac-ის აპარატები სტაბილურად და საიმედოდ ფუთავს, რაც ტრანსპორტირებისას მინიმუმამდე ამცირებს პროდუქციის დაზიანების რისკს. 

Masterplat Plus - მაღალი პროდუქტიულობის შესაფუთი აპარატი

Masterplat Plus ნახევრად ავტომატური შესაფუთი აპარატია, რომელიც მაღალი დატვირთვის პირობებში სამუშაოდაა შექმნილი. აპარატის უნიკალური მახასიათებელია ცელოფნის წინასწარი გაჭიმვის ფუნქცია, რაც მასალების ოპტიმალურ ხარჯვასა და პროდუქციის მაქსიმალურ დაცულობას განაპირობებს. მისი თანამედროვე მართვის პანელი 6 სხვადასხვა რეჟიმს აერთიანებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ შეფუთვის პარამეტრები პროდუქციის სპეციფიკას მოარგოთ. USB პორტის დახმარებით კი შეგიძლიათ შეფუთვის პროცესის მონაცემები აკონტროლოთ და გააანალიზოთ.

Ecoplat Plus FRD - ეკონომიური და ეფექტური 

Ecoplat Plus FRD იდეალურ არჩევანია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის. აპარატი აღჭურვილია LED ეკრანით და ინტუიციური მართვის პანელით, რაც ამარტივებს გამოყენებას. მისი მთავარი უპირატესობა კომპაქტური დიზაინი და პარამეტრების მოქნილობაა, რაც საშუალებას გაძლევთ ეფექტურად გამოიყენოთ სამუშაო სივრცე.

Robotape TBDA - ავტომატური მიდგომა სპეციალური საჭიროებებისთვის

Robotape TBDA ავტომატური შესაფუთი აპარატია, რომელიც სპეციალურად ვიწრო და მაღალი ყუთების შესაფუთადაა შექმნილი. აპარატი აღჭურვილია ზემო-ქვედა მართვის ღვედებით და თავსებადია როგორც პლასტიკის, ასევე ქაღალდის სკოჩთან. ეს მოდელი განსაკუთრებით ეფექტურია მაღალი წარმადობის საჭიროების მქონე საწარმოებისთვის.

Robotape 50M და Starbox 50 - მოქნილი გადაწყვეტილებები სხვადასხვა საჭიროებისთვის

ეს მოდელები ნახევრად ავტომატური მოწყობილობებია, რომლებიც კომპაქტური დიზაინითა და მაღალი საიმედოობით გამოირჩევა. Robotape 50M იდეალურია ფიქსირებული ზომის ყუთების შესაფუთად, ხოლო Starbox 50 სხვადასხვა ზომის ყუთებს მარტივად ერგება.

Robopac-ის შესაფუთი აპარატების გამოყენების სფეროები

საწარმოო გარემოში, სადაც პროდუქციის უწყვეტი ნაკადია, Robopac-ის შესაფუთი აპარატები აუცილებელი მოწყობილობაა. ისინი განსაკუთრებით ეფექტურია კვების პროდუქტების, სამშენებლო მასალების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სამრეწველო პროდუქციის შეფუთვისთვის. ავტომატიზებული სისტემები საშუალებას აძლევს მწარმოებლებს შეინარჩუნონ პროდუქციის მაღალი ხარისხი და მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება უზრუნველყონ.

ლოჯისტიკურ ცენტრებში, სადაც დროისა და სივრცის ეფექტური მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენი შესაფუთი აპარატები სწრაფ და სტაბილურ მუშაობას უწყობს ხელს. მათი მეშვეობით შესაძლებელია დიდი მოცულობის ტვირთების სწრაფი დამუშავება, პალეტების სტაბილური შეფუთვა და პროდუქციის უსაფრთხო შენახვა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მულტი-ბრენდული საწყობებისთვის, სადაც სხვადასხვა ტიპის პროდუქციის ერთდროული მართვა ხდება.

სავაჭრო ობიექტები სავაჭრო ცენტრებსა და სუპერმარკეტებში, სადაც პროდუქციის მუდმივი მიმოქცევაა, Robopac-ის აპარატები ამარტივებს საქონლის მიღების, შენახვისა და განთავსების პროცესებს. ისინი იდეალურია როგორც მცირე პარტიების, ასევე დიდი მოცულობის პროდუქციის შესაფუთად. განსაკუთრებით ეფექტურია სეზონური გაყიდვების დროს, როდესაც საქონლის ბრუნვა მნიშვნელოვნად იზრდება.

გარდა შესაფუთი აპარატებისა ჩვენთან ასევე ნახავთ დამთვირთველებსაც და საწყობის მოსარეცხ ტექნიკასაც.

რატომ K2?

  • 8 წლიანი გამოცდილება ქართულ ბაზარზე;

  • პროფესიონალი კონსულტანტები, რომლებიც დაგეხმარებიან სწორი არჩევანის გაკეთებაში;

  • სრული სერვისის მხარდაჭერა - დაწყებული კონსულტაციიდან, დამთავრებული ტექნიკური მომსახურებით;

  • მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა.

დღეს, როდესაც ბიზნესის წარმატება სწრაფ და ეფექტურ ოპერაციებზეა დამოკიდებული, არ დაკარგოთ დრო და რესურსები არაეფექტურ შეფუთვის პროცესებზე, ამაში კი ჩვენ დაგეხმარებით.