
- მეტი პროდუქტი დაეტევა ნაკლებ ფართზე
- დაჩქარდება პროდუქტის მოძიება და მომხმარებლისთვის გაგზავნა, მარაგები კი ზუსტად აღირიცხება
- საპალეტე თაროებს კონფიგურაცია ეცვლება და ბიზნესის ზრდასთან ერთად ფართოვდება
- სტელაჟებზე დასაწყობებული პროდუქცია ფიზიკური დაზიანებისგან დაცულია
- შეარჩიეთ საპალეტე თაროები K2-ში და დაიწყეთ საწყობის ოპტიმიზება დღესვე
პანდემიამ საქართველოში მომხმარებლის ქცევა საგრძნობლად შეცვალა, რამაც ონლაინ კომერციის გაზრდა განაპირობა. მხოლოდ 2020 წელს ადგილობრივი ბაზარი 3.2-ჯერ გაფართოვდა, ხოლო ონლაინ ხარჯების წილი 11%-დან 23%-მდე გაიზარდა. ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი, 15.8%-იანი წლიური ზრდა კი აჩვენებს, რომ ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.
შეკვეთების ასეთმა მკვეთრმა ზრდამ კომპანიების საოპერაციო შესაძლებლობები, განსაკუთრებით კი სასაწყობე ლოგისტიკა, დიდი გამოცდის წინაშე დააყენა. ამ ფონზე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის როლი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. დღეს საპალეტე თაროების შესახებ ვისაუბრებთ. ეს არის თანამედროვე სისტემა, რომელიც სივრცის, დროისა და რესურსების ოპტიმალურად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
კერძოდ, ბლოგში განვიხილავთ, კონკრეტულად რა უპირატესობების მოტანა შეუძლია საპალეტე სისტემებს ონლაინ მაღაზიებისთვის და რატომ არის მისი როლი ასეთი მნიშვნელოვანი დღევანდელ კონკურენტულ გარემოში.
მეტი პროდუქტი დაეტევა ნაკლებ ფართზე
საწყობის ყველაზე ღირებული რესურსი მისი ფართობია. როდესაც პროდუქცია იატაკზე ლაგდება, შენობის ვერტიკალური სივრცე გამოუყენებელი რჩება. საპალეტე თაროები სწორედ ამ პრობლემას აგვარებს და პროდუქციის რამდენიმე დონეზე განთავსების საშუალებას იძლევა.
ამგვარად, საწყობის ტევადობა იმავე ფართობზე შესაძლოა 300%-ითაც კი გაიზარდოს. მაგალითად, თუ 1000 კვადრატულ მეტრზე 500 პალეტი თავსდება, სამდონიანი თაროების სისტემით ამავე რაოდენობის პროდუქციას 400 კვადრატული მეტრი ფართობი დაიტევს. გამოთავისუფლებული სივრცე კი შეიძლება სხვა ოპერაციებისთვის, მაგალითად, პროდუქციის შესაფუთად ან დასახარისხებლად გამოიყენოთ.
დაჩქარდება პროდუქტის მოძიება და მომხმარებლისთვის გაგზავნა, მარაგები კი ზუსტად აღირიცხება
თბილისში უკვე არსებობს სერვისები, რომლებიც მომხმარებელს შენაძენის სამ საათში მიტანას სთავაზობს. ასეთ კონკურენტულ გარემოში შეკვეთის დამუშავების დროის შემცირება ყველა კომპანიისთვის პრიორიტეტულია.
საპალეტე თაროებზე პროდუქცია ორგანიზებულად ნაწილდება, შედეგად მის ძებნაში პერსონალი დროს აღარ კარგავს. ამრიგად, მკვეთრად მცირდება კონკრეტული პროდუქტის ადგილმდებარეობის განსაზღვრის, მოძიების, შეფუთვისა და მომხმარებლისთვის გაგზავნის დრო.
სტრატეგიულად შეიძლება განლაგდეს თავად პროდუქციაც: ყველაზე მოთხოვნადი ნივთები განთავსდეს ადვილად ხელმისაწვდომ და შესაფუთ ზონასთან ახლომდებარე ადგილას, ხოლო ნაკლებად გაყიდვადი პროდუქცია — ზედა თაროებზე ან უფრო შორს.
ელექტრონულ კომერციაში ათასობით დასახელების პროდუქტია მიმოქცევაში და მათი მართვა საკმაოდ რთულია. ამიტომ, არანაკლებ მნიშვნელოვანია მარაგების ზუსტი აღრიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი ისეთ პროდუქტს შეიძენს ,რომელიც ვებგვერდზე ხელმისაწვდომია, მაგრამ რეალურად არ არსებობს და იმედგაცრუებული დარჩება. საპალეტე თაროები ამ პრობლემას მარტივად აგვარებს, რადგან თითოეულ სექციას უნიკალური კოდი ენიჭება, ზუსტად აღირიცხება მისი ადგილმდებარეობა და რაოდენობა.
საპალეტე თაროებს კონფიგურაცია ეცვლება და ბიზნესის ზრდასთან ერთად ფართოვდება
სეზონური პიკების, მაგალითად, შავი პარასკევის ან ახალი წლის პერიოდში, შეკვეთების რაოდენობა შეიძლება რამდენჯერმე გაიზარდოს. წარმატებული ონლაინ ბიზნესი კი წლიდან წლამდე ისედაც მუდმივად ფართოვდება.
თანამედროვე საპალეტე თაროები მოდულური პრინციპით არის აწყობილი. ისინი სტანდარტული კომპონენტებისგან — ვერტიკალური ჩარჩოებისა და ჰორიზონტალური სარტყლებისგან შედგება, რომლებიც მარტივად იწყობა და იშლება. კომპანიას შეუძლია საქმიანობა მცირე სისტემით დაიწყოს და ბიზნესის ზრდასთან ერთად ახალი სექციები დაამატოს.
თაროების სისტემა ასევე იძლევა პროდუქციის ასორტიმენტის ცვლილებასთან მარტივად ადაპტაციის საშუალებას. ჰორიზონტალური სარტყლების სიმაღლე რეგულირებადია, ამიტომ შეგიძლიათ ზამთარში, როცა მოცულობითი საქონელი მეტია, თაროებს შორის დიდი სივრცე დატოვოთ, ზაფხულში კი პატარა ნივთებისთვის თაროები ერთმანეთთან უფრო ახლოს განათავსოთ.
სტელაჟებზე დასაწყობებული პროდუქცია ფიზიკური დაზიანებისგან დაცულია
არასწორად დასაწყობებული ყუთები სიმძიმისგან იჭყლიტება, ტენიანობა შეფუთვას აზიანებს, ხოლო სატვირთო ტექნიკა გადაადგილებისას ხშირად აზიანებს იატაკზე განთავსებულ საქონელს.
მაღალი ხარისხის სასაწყობე თაროები კი ფოლადის კონსტრუქციებისგან მზადდება და თითოეულ დონეს დატვირთვის კონკრეტული ლიმიტი აქვს. მათი სვეტები ბეტონის იატაკზე მყარად მაგრდება. დამატებითი დამცავი ბადეები პროდუქციას გადმოვარდნისგან, დამცავი ბარიერები კი ტექნიკის შეჯახებისგან იცავს.
თავისუფალი გასასვლელები, კარგი ხილვადობა და ავარიების დაბალი რისკი არა მხოლოდ პროდუქციის უსაფრთხოებას, არამედ თანამშრომლების ჯანმრთელობასაც იცავს და მათ მოტივაციას ზრდის.
ამგვარად, საპალეტე თაროების სისტემა ელექტრონული კომერციის ბიზნესისთვის არის ინვესტიცია, რომელიც მოკლე დროში ამართლებს. ის არსებული სივრცის მაქსიმალურად ათვისების, ოპერაციების დაჩქარების, მარაგების ზუსტი კონტროლის, ბიზნესის ზრდაზე მოქნილი რეაგირებისა და პროდუქციის დაცვის საშუალებას იძლევა.
შეარჩიეთ საპალეტე თაროები K2-ში და დაიწყეთ საწყობის ოპტიმიზება დღესვე
თუ თქვენი ბიზნესი სასაწყობე სივრცის არაეფექტური ათვისების პრობლემის წინაშე დგას და დღითიდღე ამჩნევთ როგორ კარგავთ კონკურენტუნარიანობას, მაშინ დახმარება პროფესიონალებისგან უნდა ითხოვოთ.
კომპანია საქართველოში ცნობილი ევროპული ბრენდების, მათ შორის ROSSS-ისა და სასაწყობე დამტვირთველების მწარმოებელი Toyota-ს, ოფიციალური წარმომადგენელია. ეს პარტნიორობა ქართველ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი საწყობი მაღალი ხარისხის, ავთენტური ბრენდების პროდუქციით, მაგალითად, ზემოთ ნახსენები ROSSS-ის ბრენდის საპალეტე თაროებით აღჭურვოს.
K2-ის სერვისები მხოლოდ თაროების შეთავაზებით არ შემოიფარგლება. კომპანიის გამოცდილი გუნდი დეტალურად შეისწავლის თქვენს საწყობს, გააანალიზებს არსებულ მდგომარეობას და სივრცის ოპტიმიზაციის ინდივიდუალურ გეგმას შემოგთავაზებთ. ეს სერვისი, საპალეტე თაროების განლაგების სქემის გარდა, ტექნიკის სწორ განთავსებისა და პროდუქციის მოძრაობის სქემის შესახებ რეკომენდაციებს მოიცავს.
რეგიონებში მდებარე საწყობებისთვისაც ხელმისაწვდომია ჩვენი სერვისები. კომპანიის მობილური ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობენ და ტექნიკურ პრობლემებს ადგილზე, მცირე დროში აგვარებენ.
დაგვიკავშირდით, გაიარეთ კონსულტაცია და ჩვენს გუნდთან ერთად შეარჩიეთ საპალეტე თაროები.
ტელეფონი: +995 551 07 22 22;
ელ-ფოსტა: Hello@K2.Ge
ვებ-გვერდი: https://k2.ge/