საქართველოს სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს, კომპანია „ანაგს“, თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახალი სასაწყობე სივრცის მოსაწყობად განსაკუთრებული მოთხოვნები ჰქონდა. კომპანიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ისეთი საპალეტე თაროების შერჩევა, რომლებიც არა მხოლოდ დაზიანებისადმი მაღალი მედეგობით გამოირჩეოდა, არამედ გაუძლებდა განსაკუთრებით დიდ დატვირთვას — 3000 კილოგრამს თითოეულ პალეტზე.
K2-ის გუნდმა პროექტი საწყობის შიდა ოპერაციების დეტალური დაგეგმარებითა და თაროების განლაგების სქემის შემუშავებით დაიწყო. ჩვენი მიზანი სივრცის მაქსიმალური ათვისება და, ამავდროულად, მძიმე ტვირთის უსაფრთხო დასაწყობება იყო. სწორედ ამ ანალიზის საფუძველზე შეირჩა იტალიური ბრენდის, ROSSS-ის, 6.8 მეტრი სიმაღლის საპალეტე თაროები.
სამშენებლო სფეროს აქტიური საოპერაციო გარემოს გათვალისწინებით, თაროების ირგვლივ დამატებით დამონტაჟდა ROSSS-ის სპეციალური მეტალის დამცავები. ინსტალაციის სრული პროცესი სამ კვირაში დასრულდა და საწყობში ჯამში 2610 საპალეტე ადგილი შეიქმნა.
K2-ის მიერ შეთავაზებულმა დაგეგმარებამ, კერძოდ, თაროების მჭიდრო განლაგებამ, „ანაგს“ სასაწყობე სივრცის დაზოგვის საშუალება მისცა. თუმცა, პროექტის მთავარი შედეგი საოპერაციო ეფექტურობაში გამოიკვეთა.
ოპტიმიზებული სქემის წყალობით, მთლიან საწყობში ტვირთბრუნვის სამართავად „ტოიოტას“ ერთი რიჩ დამტვირთველი (Reach Truck) სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. სხვა, ნაკლებად ოპტიმიზებული განლაგების პირობებში, დამკვეთს იგივე მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად დამატებით ორი ერთეული დამტვირთველის შეძენა დასჭირდებოდა.
ამ პროექტში K2-ის, როგორც პარტნიორის, მთავარი როლი დეტალური დაგეგმარება და სივრცის საოპერაციო საჭიროებებზე მორგება იყო. ამ მიდგომამ „ანაგს“ ორმაგი შედეგი მოუტანა: ერთი მხრივ, საწყობის ფართი მაქსიმალურად აითვისა და, მეორე მხრივ, საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირა.