დღევანდელ კონკურენტულ გარემოში, საწარმოებისა და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის შიდა ლოგისტიკური პროცესების გამართული მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სასაწყობე სივრცის სწორი დაგეგმვა და ოპერაციების ოპტიმიზაცია პირდაპირ აისახება ბიზნესის ეფექტურობაზე.
K2 საქართველოში ინტრალოგისტიკის სფეროში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. ის საწყობებსა და საწარმოებს თანამედროვე სისტემებისა და ტექნიკის დანერგვაში ეხმარება. კომპანია მიზნად ისახავს სასაწყობე სივრცის უკეთ ათვისებას და პროდუქტიულობის ამაღლებას, რისთვისაც მომხმარებლებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გზებს სთავაზობს. კომპანიის გამოცდილება კარგად ვლინდება სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერებთან შესრულებულ პროექტებში, რომელთა შორის საპატიო და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კოკა-კოლასთან თანამშრომლობა.

K2-ისა და კოკა-კოლას თანამშრომლობა წყალი მთის საწყობის პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ დაიწყო. სწორედ ამ პროექტის მსვლელობისას გამოჩნდა ნათლად, თუ რა სარგებლის მოტანა შეეძლო ნახევრად ავტომატური საწყობის დანერგვას.
წაიკითხეთ წყალი მთის საწყობის ოპტიმიზაციის მიმოხილვა და გაიგეთ მეტი ამ პროექტის შესახებ.
კოკა-კოლას წარმომადგენლებმა დაინახეს ამ მიდგომის კონკრეტული უპირატესობები: სასაწყობე სივრცე ბევრად უკეთ აითვისეს, შეამცირეს საოპერაციო დანახარჯები და საგრძნობლად გაზარდეს პროდუქტიულობა. ამ წარმატებულმა გამოცდილებამ საფუძველი ჩაუყარა მომავალ, უფრო მასშტაბურ თანამშრომლობას და კომპანიამ K2-ის გუნდს ახალი, უფრო კომპლექსური სასაწყობე პროექტი მიანდო.
ახალი პროექტის მთავარი მიზანი კოკა-კოლას ერთ-ერთი უმსხვილესი საწყობის სრული მოდერნიზება იყო. უმთავრეს გამოწვევას სასაწყობე სივრცის მაქსიმალური ათვისება წარმოადგენდა, რათა არსებულ ფართობზე გაცილებით მეტი პროდუქციის განთავსება გამხდარიყო შესაძლებელი.
პარალელურად, აუცილებელი იყო ლოგისტიკური პროცესების დაჩქარება. პირველ ეტაპზე, მთავარი ამოცანა ტვირთის უსაფრთხო და სწრაფი დაცლა-დატვირთვის ორგანიზება იყო.

დასახული ამოცანების გადასაჭრელად, K2-ის გუნდმა კომპლექსური მიდგომა შეიმუშავა. საწყობის გამართული ფუნქციონირებისთვის, დაცლა-დატვირთვის ზონაში Hormann-ის დოკ ლეველერები დამონტაჟდა, ხოლო შიდა პროცესების სწორად სამართავად — სექციური კარი.
დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად, საწყობში დამონტაჟდა ROSSS-ის ავტომატურ შატლზე გათვლილი საპალეტე თაროების სისტემა. ამ ტექნოლოგიამ საშუალება მოგვცა, მინიმალური დერეფნების ხარჯზე თითქმის მთლიანი ფართობი დასაწყობებისთვის გამოგვეყენებინა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის სურვილით, თაროები სპეციალურად კორპორატიულ Magenta-ს ფერში შეირჩა.
ასეთ მაღალი ინტენსივობის საწყობში უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, პერსონალის, საწარმოო დანადგარებისა და თავად თაროების დასაცავად, საწყობი MPM-ის PVC დამცავებით აღიჭურვა.
ინსტალაციის კომპლექსური პროცესი უწყვეტ რეჟიმში 8 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამონტაჟო სამუშაოებს K2-ის 10 სერტიფიცირებული ტექნიკოსი ასრულებდა.
პროექტის სირთულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სიმაღლეზე სამუშაოების სიზუსტითა და უსაფრთხოდ შესრულებას. ამ მიზნით, პროცესში მუდმივად ჩართული იყო Haulotte-ის 6 მაკრატელა ამწე.
დღესდღეობით, კოკა-კოლას განახლებულ საწყობში ოპერირებს 8 რიჩ დამტვირთველი, 4 ელექტრო დამტვირთველი და 3 ელექტრო სატრანსპორტო საშუალება.

შესრულებული სამუშაოების შედეგად, კოკა-კოლას საწყობში 8505 საპალეტე ადგილი შეიქმნა. თუმცა, რაოდენობრივ მაჩვენებელზე ბევრად მნიშვნელოვანია სივრცის ათვისების კოეფიციენტი. ახალი, ავტომატიზებული შატლის სისტემის დანერგვით, საპალეტე თაროებისთვის საჭირო ფართობი, ფაქტობრივად, განახევრდა.
ეს ნიშნავს, რომ კომპანიამ იგივე კვადრატულ მეტრზე ორჯერ მეტი პროდუქციის შენახვა შეძლო, რამაც სასაწყობე ოპერაციების ეფექტურობის ზრდას შეუწყო ხელი.
K2-ისა და კოკა-კოლას ეს საერთო პროექტი კარგად აჩვენებს, თუ როგორ არის შესაძლებელი სწორად დაგეგმილი ინტრალოგისტიკური პროექტით სივრცის ოპტიმიზაცია და ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება.