03 Dec 2025

როგორ ინარჩუნებენ სისუფთავეს წამყვანი ქართული კომპანიები Hako-ს ტექნიკით

ჰაკოს ტექნიკა ქართულ კომპანიებში

დიდ საწარმოო, სასაწყობე თუ კომერციულ სივრცეებში სისუფთავის სტაბილურად შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი ყოველდღიური გამოწვევაა. ასეთ ობიექტებზე ხელით წმენდა დიდ რესურსს მოითხოვს და სასურველ შედეგს ვერ იძლევა. მტვრის მაღალი დონე კი, თავის მხრივ, შესაძლოა სამუშაო პროცესს, უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და სხვა დანადგარების გამართულ მუშაობას აფერხებდეს.

არაერთი კომპანია ეძებდა სისუფთავის შესანარჩუნებლად საიმედო და გამძლე ტექნიკას, რომელიც ინტენსიურ დატვირთვას გაუძლებდა. მაგალითად, „ნიკორამ“ არჩევანი K2-ის მიერ შეთავაზებულ Hako Scrubmaster B120 მოდელზე შეაჩერა. ეს აპარატი სპეციალურად ფართო სივრცეებისთვისაა შექმნილი და მაღალ ეფექტურობას მინიმალური წყლისა და ენერგიის დანახარჯით აღწევს.

სხვა კომპანიების გამოცდილებაც საინტერესოა. „ალტას“ შემთხვევაში, სადაც ასევე დიდი ფართობის დაფარვა იყო საჭირო, კომბინირებული მიდგომა შეირჩა. პირველ ეტაპზე, მტვრისა და მშრალი ნარჩენების მოსაშორებლად Sweepmaster B500, ხოლო ყოველდღიური სველი წმენდისთვის Scrubmaster B75 გამოიყენება. „ემბისის“ (MBC) სამშენებლო გარემოს სპეციფიკისთვის კი განსაკუთრებით მძლავრი, სკამიანი მოდელი Scrubmaster B800R შეირჩა.

Hako-ს ასორტიმენტი ყველა ტიპის ფართობისთვის

ეს მაგალითები კარგად აჩვენებს, რომ Hako-ს ასორტიმენტი სხვადასხვა საჭიროებაზეა მორგებული. ხელით სამართავი მოსარეცხი აპარატები კომპაქტურია და მოსახერხებელია მცირე და საშუალო ფართობებისთვის, მაგალითად, ვიწრო დერეფნებისა თუ შეზღუდული სივრცეებისთვის. დიდი ფართობებისთვის, საწყობებისა ან პარკინგებისთვის გამოიყენება მაღალი წარმადობის დასაჯდომი მოდელები. დასაჯდომი მოდელები აღჭურვილია ერგონომიული სავარძლითა და მართვის მარტივი სისტემით.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მოსახვეტი აპარატები, რომლებიც მშრალი ნარჩენების, მტვრისა და ნამსხვრევების მოსაშორებლად შეიქმნა. Hako-ს ხაზშია კომბინირებული მოდელები, რომლებიც ერთდროულად ხვეტს და რეცხავს ზედაპირს, და სპეციალიზებული ხალიჩის საწმენდი აპარატებიც (Cleanserv VU4) ანტიბაქტერიული HEPA ფილტრით.

გერმანული ხარისხი და საიმედო პარტნიორობა K2-სგან

Hako-ს ტექნიკა წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა სფეროში: საწარმოებში, ლოგისტიკურ ცენტრებში, სუპერმარკეტებში, სასტუმროებსა თუ კვების ობიექტებში. ამ მრავალფეროვნების წყალობით, K2-ის გუნდი თითოეულ პარტნიორს ზუსტად იმ ტექნიკას ურჩევს, რომელიც მის მოთხოვნებს სრულად ერგება.

Hako-ს გერმანული ხარისხი მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ ფასეულია პარტნიორი, რომელიც ამ ტექნიკის გამართულ მუშაობაზე ზრუნავს. K2-ს ინტრალოგისტიკის მიმართულებით 8 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. პროფესიონალების გუნდი მომხმარებელს არა მხოლოდ სწორი მოდელის შერჩევაში ეხმარება, არამედ სრულ მხარდაჭერას უწევს ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.

ეს სრული მომსახურება მოიცავს როგორც საგარანტიო, ისე საგარანტიოს შემდგომ სერვისს, სათადარიგო ნაწილების მუდმივ მარაგსა და ოპერატიულ ტექნიკურ დახმარებას. საბოლოო ჯამში, Hako-ს მოსარეცხი და მოსახვეტი აპარატები გრძელვადიანი ინვესტიციაა ბიზნესის გამართულ მუშაობასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოში.