12 Nov 2025

Guns N' Roses-ის კონცერტი საქართველოში — რა წვლილი შეიტანა k2-ის გუნდმა მასშტაბურ სამზადისში?

Toyota-ს ბრენდის დამტვირთველები

2025 წლის 30 მაისს, Starring Georgia-ს ორგანიზებით, „ციცინათელას“ პარკში Guns N' Roses-ის კონცერტი გაიმართა. ეს მოვლენა საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო. ასეთი დონის პროექტის განხორციელების უკან ყოველთვის დგას ურთულესი დაგეგმვისა და ლოგისტიკური ოპერაციების მთელი ჯაჭვი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ერთ-ერთი კრიტიკული კომპონენტი სცენის მონტაჟის პროცესი აღმოჩნდა.

 

 

საკონცერტო სცენა, განსაკუთრებით ასეთი დონის ღონისძიებისთვის, ურთულესი და ძალიან საპასუხისმგებლო კონსტრუქციაა. ამის გამო, მისი აწყობა რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რადგან თითოეული მილიმეტრი მაქსიმალური სიზუსტით უნდა განსაზღვრულიყო და ამის პარალელურად, პროცესში ჩართულ ყველა რგოლს სრული კოორდინაციით უნდა ემუშავა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მცირე შეფერხება ან ლოგისტიკური უზუსტობა, შეიძლებოდა, მთელი გეგმისა და პროექტის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ პრობლემად ქცეულიყო.

 

 

ასეთ ვითარებაში, ტრანსპორტირება და ტვირთების გადაადგილება უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. გამოწვევა იყო არა მხოლოდ ტვირთის ერთი წერტილიდან მეორემდე მიტანა, არამედ მისი ზუსტი მართვა უშუალოდ სამუშაო მოედანზე.

Starring Georgia-ს სჭირდებოდა არა უბრალოდ ტექნიკის მიმწოდებელი, არამედ სრულფასოვანი ინტრალოგისტიკური პარტნიორი. ეს გულისხმობდა კომპანიას, რომლის ტექნიკური ბაზა და დაგროვილი გამოცდილება შექმნიდა ისეთ სამუშაო გარემოს, როგორსაც მაღალი სტანდარტების პროექტი მოითხოვდა — უსაფრთხოს და ზედმიწევნით მოწესრიგებულს. პარტნიორს უნდა სცოდნოდა, როგორ ემუშავა რთულ და მძიმე კონსტრუქციებთან და როგორ დაეცვა უსაფრთხოების ნორმები დათქმულ ვადებში.

სწორედ ამ ეტაპზე, პროცესების მართვაში K2-ის გუნდი და ტექნიკა ჩაერთო. სცენის მონტაჟის სპეციფიკიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო საიმედო, მრავალფუნქციური და გამძლე დამტვირთველების გამოყენება. საჭირო იყო ტექნიკა, რომელიც შეძლებდა უმძიმესი კონსტრუქციების უსაფრთხო გადაადგილებას შეზღუდულ პერიმეტრზე.

ამ ამოცანისთვის K2-მა პროექტი Toyota-ს ბრენდის დამტვირთველებით მოამარაგა. ამ ტექნიკის შერჩევა მისმა კონკრეტულმა მახასიათებლებმა განაპირობა: 

  • მაღალი გამძლეობა, რაც ინტენსიური მუშაობისთვის იყო საჭირო; 

  • მრავალფუნქციურობა, რაც სხვადასხვა ტიპის ტვირთთან მუშაობის საშუალებას იძლეოდა; 

  • საიმედო სისტემა, რაც მინიმუმამდე ამცირებდა ტექნიკური შეფერხების რისკს.

K2-ის დამტვირთველების დახმარებით ხდებოდა სცენის კომპონენტების ზუსტი, სწრაფი და უსაფრთხო გადატანა და მათი ზუსტი პოზიციონირება, ანუ დათქმულ ადგილებზე განთავსება.

 

 

K2-ის ტექნიკურ მხარდაჭერასა და სწორად დაგეგმილ ლოჯისტიკას პირდაპირი დადებითი გავლენა ჰქონდა სცენის აწყობის პროცესზე. სამუშაოები წარიმართა სწრაფად, უსაფრთხოდ და ყოველგვარი გაუთვალისწინებელი შეფერხების გარეშე.

ამან, თავის მხრივ, Starring Georgia-ს გუნდს მისცა საშუალება, სამუშაო სივრცე სრულად მოეწესრიგებინათ და ძირითადი რესურსი მიემართათ საკუთარი პროცესების უკეთ კონტროლისთვის, იმის ნაცვლად, რომ ლოგისტიკურ პრობლემებზე ეზრუნათ.

K2-ისა და Starring Georgia-ს თანამშრომლობა კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი ინტრალოგისტიკური პარტნიორის შერჩევას მასშტაბური პროექტების განხორციელებისას. ამ პროექტით K2-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის, ნებისმიერი სირთულის ამოცანას გაუმკლავდეს.