03 Dec 2025

West Invest-ის სასაწყობე სივრცე — ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაცია შეზღუდული რესურსების პირობებში

west invest სასაწყობე სივრცის ოპტიმიზაცია

შპს West Invest 2006 წლიდან სურსათის სადისტრიბუციო სექტორში საქმიანობს და დღეს ბაზრის ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშედ ითვლება. კომპანია მომხმარებელს 100-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს, მათ შორისაა იმპორტირებული ქათმის პროდუქტები, ღორისა და საქონლის ხორცი, ნახევარფაბრიკატები, ზღვის პროდუქტები და ზეთი.

როდესაც კომპანია ასეთ ფართო ასორტიმენტთან და პროდუქციის დიდ მოცულობასთან მუშაობს, ლოგისტიკური პროცესების სიზუსტე და სისწრაფე ბიზნესის წარმატებისთვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. West Invest-ის შემთხვევაში, გამოწვევას საწარმოსა და საწყობის ფართის სიმცირე წარმოშობდა. შეზღუდული სივრცის მიუხედავად, კომპანიას სჭირდებოდა მაღალი ტემპის შენარჩუნება, ტვირთის მიღება-გაცემის ოპერაციების დაჩქარება და არსებული რესურსების სრული დატვირთვით გამოყენება.

სწორედ ამ ამოცანების გადასაჭრელად West Invest-მა K2-ს მიმართა. ჩვენმა გუნდმა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად შეისწავლა არსებული ვითარება. ანალიზმა ცხადყო, რომ პროცესების შეფერხების ძირითადი მიზეზი ნაკლებად ეფექტური დატვირთვა-გადმოტვირთვის ზონები იყო.

ამასთან, ინტენსიური ტვირთბრუნვის პირობებში, მცირე სივრცე დამატებით რისკებს ქმნიდა როგორც პერსონალის უსაფრთხოებისთვის, ასევე საწარმოო დანადგარებისა და სასაწყობე ტექნიკის დაზიანების კუთხით. პრობლემის მოგვარება ორ ძირითად ეტაპად დაიგეგმა: 

  1. დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესის დაჩქარება;

  2. უსაფრთხო სამუშაო გარემოს მოწყობა.

ტვირთბრუნვის გასაუმჯობესებლად, West Invest-ის საწყობში Hörmann-ის ოთხი თანამედროვე სექციური კარის მონტაჟი გადაწყდა. კვების პროდუქტების დისტრიბუტორისთვის საწყობის ხანგრძლივი დროით გაჩერება დაუშვებელი იყო, რადგან ეს პროდუქციის ვარგისიანობაზე მოახდენდა გავლენას და მიწოდების ჯაჭვისაც შეაფერხებდა. ამის გამო, K2-ის პროფესიონალმა გუნდმა სამუშაოები უპრეცედენტოდ მოკლე დროში, ერთ სამუშაო დღეში დაასრულა. 

პარალელურად, ოპერაციული სისწრაფის ზრდასთან ერთად, აუცილებელი გახდა სამუშაო გარემოს უსაფრთხოებაზე ზრუნვაც. საწყობში, სადაც ერთდროულად მოძრაობს ტექნიკა და პერსონალი, მცირე შეცდომამაც კი შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თანამშრომლებს ან ძვირადღირებულ აღჭურვილობას. ამ რისკების თავიდან ასაცილებლად, K2-მა დამკვეთს MPM-ის მაღალი ხარისხის, პოლიმერული (PVC) დამცავი ბარიერების დამონტაჟება შესთავაზა. ეს დამცავები შესაძლო შეჯახებებისგან ეფექტურად იცავს საწარმოო დანადგარებს, საწყობის ინფრასტრუქტურასა და ტექნიკას.

K2-ის მიერ დაგეგმილმა და განხორციელებულმა ცვლილებებმა West Invest-ის ყოველდღიურ საქმიანობაზე პირდაპირი და სწრაფი გავლენა იქონია. ახალი სექციური კარის ინტეგრაციამ საგრძნობლად დააჩქარა და გაამარტივა პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროცესები, რაც მცირე ფართობის მქონე საწყობისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. MPM-ის დამცავი ბარიერების დამონტაჟებით კი სამუშაო გარემო ბევრად უფრო დაცული და მოწესრიგებული გახადა. შემცირდა აღჭურვილობის დაზიანების რისკები და, რაც მთავარია, ამაღლდა პერსონალის უსაფრთხოების ხარისხი.

West Invest-ისა და K2-ის თანამშრომლობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სწორი ინტრალოგისტიკური დაგეგმვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, შეზღუდული რესურსების პირობებშიც კი, საწყობის პროდუქტიულობის გაზრდა.