დამცავი ბარიერები

mpm-pvc-damcavi-barierebi

დამცავი ბარიერები

უსაფრთხოების ბარიერები: დანადგარების, თაროებისა და სასაწყობე სივრცის  დაცულობის უზრუნველსაყოფად 

უსაფრთხოებაში ინვესტირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაცული და მიმზიდველი სამუშაო გარემოს შესაქმნელად. უსაფრთხოების PVC ბარიერები, დიდ როლს თამაშობს უბედური შემთხვევების პრევენციისა და საწყობის თანამშრომლების დაცვაში. ისინი განსაკუთრებით ეფექტურია სასაწყობე თაროების, კონსტრუქციების, მოწყობილობებისა და დანადგარების დასაცავად.

MPM უსაფრთხოების გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ზრდის დაცულობას, არამედ  განაპირობებს ხარჯებისა და დროის ეკონომიას, ვინაიდან ამცირებს რემონტის, შეკეთების, ჩანაცვლების საჭიროებას და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს უფრო მეტ დანაზოგს.

 

მეტალის დამცავები VS პოლიმერის დამცავები

მეტალის დამცავები:

  • ერთჯერადი დაჯახების შემთხვევაში განიცდის დეფორმაციას და საჭიროებს ჩანაცვლებას.
  • მყარია და დაჯახების შემთხვევაში, ენერგიას იატაკისკენ მიმართავს, რის შემდგომაც ზიანდება იატაკი.

  • დამტვირთველით დაჯახების შემთხვევაში ზიანდება ტექნიკა.

  • არარეზისტენტულია კოროზიისადმი და საჭიროებს მუდმივად შეღებვას, ჩანაცვლებას.

პოლიმერის დამცავები:

  • PVC ბარიერები  უზრუნველყოფს სიმტკიცესა და მოქნილობას დიდი ხნის მანძილზე.

  • დამცავები დეფორმირებას განიცდის მხოლოდ ზეწოლისას და შემდგომ უბრუნდება თავდაპირველ ფორმას.

  • ისინი ხელს უშლის კინეტიკური ენერგიის გადაცემას ოპერატორსა და დამტვირთველზე, ამგვარად, ამცირებს მათი დაზიანების რისკებს.

  • იცავს იატაკის დაზიანებისგან.

  • ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებს კარგ ხილვადობას და არ საჭიროებს შეღებვას.

PVC დამცავი ბარიერების გამძლეობა და მოქნილობა უზრუნველყოფს საწყობებისა და საწარმოების უსაფრთხოებას გრძელვადიანი ხარჯების დაზოგვის გათვალისწინებით.

რატომაა ბარიერული დამცავების დაყენება რეკომენდირებული?  

  • უბედური შემთხვევები: სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების 70%, გამოწვეულია სათანადო ბარიერული დამცავი საშუალებების არარსებობის გამო.

  • მომსახურების ხარჯები: ყოველწლიურად კომპანიის მომსახურების ხარჯების დაახლოებით 50% მიემართება მანქანა-დანადგარებისა და ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და გამოცვლაზე, რომელიც დაზიანდა უბედური შემთხვევისას.

  • პოტენციური დანაზოგი: მეტალის საშუალებების ნაცვლად PVC დამცავების დამონტაჟეით, კომპანიამ შესაძლებელია პოტენციურად დაზოგოს 80%-მდე ხარჯები.

დამცავ ბარიერებში ინვესტირება, უზრუნველყოფს არამხოლოდ საწყობისა და საწარმოს უსაფრთხოებას, არამდედ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას დაზოგონ მნიშვნელოვანი საოპერაციო ხარჯები.

უსაფრთხო სამუშაო ადგილი ზრდის პერსონალის მუშაობის ხარისხს, რაც პოზიტიურად აისახება თქვენი კომპანიის წარმადობის მაჩვენებლებზე და ზრდის ორგანიზაციის აღქმით ფასეულობას.