მოსარეცხი აპარატი

hakos-iatakis-mosaretskhi-aparati

დასუფთავების ტექნოლოგია

მოსახვეტი აპარატი

საუკეთესო არჩევანი გარე სივრცის დასუფთავებისთვის

როდესაც საკითხი ეხება საწარმოს, საწყობის, შიდა ან გარე საპარკინგე სივრცის სრულფასოვან დასუფთავებას, Hako Sweepmasters წარმოადგენს იდეალურ გადაწყვეტილებას. ხელით სამართავი თუ დასაჯდომი მოსახვეტი აპარატი გამოირჩევა წარმადობით, ეკონომიური ეფექტურობითა და მოხერხებულობით. მიუხედავად იმისა გესაჭიროებათ მხოლოდ საწმენდი თუ ერთდროულად, საწმენდი და შემწოვი მოწყობილობები, Hako Sweepmasters უზრუნველყოფს საუკეთესო გადაწყვეტილებებს დასუფთავების მიმართულებით.

კომპაქტური და მანევრირებადი ხელით სამართავი მოსახვეტი აპარატები:

Hako Sweepmaster - საშუალო დატვირთვის კატეგორრიის მოსახვეტი აპარატები განკუთვნილია საწარმოებისთის, დარბაზებისთვის, საწყობებისა და გარე სივრცისთვის 4350 მ^2/სთ სიმძლავრით ჭუჭყის, მტვრისა და ნამსხვრევების დასასუფთავებლად. სათავსოს დიდი ტევადობა და პრემიუმ ხარისხის ფილტრები უზრუნველყოფს დასუფთავების წარმადობას და ეფექტურობას.

Hako's Sweepmaster: მაღალი წარმადობის ინდუსტრიული დასუფთავების საშუალებები.

Hako-ს დასაჯდომი მოსახვეტი აპარატები განკუთვნილია მაღალი დატვირთის მქონე ოპერაციებისთვის სხვადასხვა საჭიროებებისთვის, დაწყებული კომპაქტური და მანევრირებად მოდელებით, დამთავრებული მაღალი წარმადობის ერთეულებით, რომელთა სიმძლავრე აღემატება 16000 მ2/სთ-ს. მიუხედავად იმისა, გამოიყენებთ საწყობში, საწარმოში, დარბაზებსა თუ გარე სივრცეებში, Sweepmaster - ის მოდელები გამორჩეულად ეკონომიური და ფუნქციური იქნება.

იატაკის მოსარეცხი აპარატი

იატაკის მოსარეცხი და საშრობი აპარატები

საწყობების, სუპერმარკეტების, მანქანების შოურუმების, სამკურნალო დაწესებულებების, საავადმყოფოების, კვების ობიექტების, დიდი ლოგისტიკური ცენტრების, დარბაზებისა და ინდუსტრიული იატაკების სხვადასხვაგვარი იატაკის საწმენდად Hako's Scrubmaster-ის მოსარეცხი აპარატები საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს. ხელით სამართავი და დასაჯდომი მოსარეცხი აპარატები უზრუნველყოფს გამორჩეულ წმენდას 14000 მ2/სთ-მდე სიმძლავრით. აღნიშნული აპარატი არა მხოლოდ  საუკეთესო წმენდას გვთავაზობთ, არამედ პრიორიტეტს ანიჭებს ოპერატორის კომფორტს, რაც გამოხატულია მათ ერგონომიულ დიზაინში და სამუშაო სივრცის ოპტიმალური ხილვადობაში.

იატაკის ყოველდღიური მორეცხვა ხელით გადასაადგილებელი აპარატით  

Hako-ს ხელით გადასაადგილებელი მოსარეცხი აპარატი გთავაზობთ ეფექტურ სველ წმენდას ისეთი იატაკისთვის, რომელიც არ არის ტექსტილით დაფარული. მათი წარმადობა 4200 მ2/სთ-ზე მეტია.

მაღალი წარმადობის მოსარეცხი-საშრობი აპარატები

Hako-ს დასაჯდომი მოსარეცხი აპარატები გთავაზობთ ეფექტურ, ერთსაფეხურიან წმენდას ვიწრო დერეფნებისა თუ ფართო სივრცეებისთვის, მათი სამუშაო არეალია 65-დან 155 სმ-მდე, ხოლო წმენდის სიმძლავრე 14000 მ2/სთ-მდე.

მტვერსარტუტი

გასაპრიალებელი და შემწოვი მტვერსასრუტები საწარმოებისთვის

Hako გთავაზობთ ეკონომიურად ეფექტური მტვერსასრუტების ფართო სპექტრს პროფესიონალური შიდა წმენდისა და იატაკის გაპრიალებისთვის, რომელიც მორგებულია კონკრეტულად თქვენს საჭიროებებზე. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ შესაფერის სველი და მშრალი წმენდის მტვერსასრუტებს, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა სექტორებისთვის, როგორიცაა:

  • კომერციული და საოფისე ფართები

  • სასტუმროები და რესტორნები

  • საავადმყოფოები

  • საწყობები და საწარმოები

  • სავაჭრო ცენტრები

  • საგანმანათლებლო დაწესებულებები

Cleanserv Eco-ს მშრალი წმენდის მტვერსასრუტები: განკუთნილია ხალხმრავალი ადგილებისთვის.

Cleanserv Eco-ს მშრალი წმენდის მტვერსასრუტი საუკეთესო გადაწყვეტილებაა სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების და ოფისების ყოველდღიური დასუფთავებისთვის. ის მომხმარებლისთვის კომპაქტური და მოქნილია. მტვერსასრუტს მტვრისა და ჭუჭყის მოსაშორებლად გააჩნია მძლავრი, 700 ვატიანი ძრავი. მას აგრეთვე მოჰყვება 10-დან 13 ლიტრამდე მოცულობის მტვრის კონტეინერები, შეუფერხებელი წმენდის უზრუნველსაყოფად.

ძირითადი მახასიათებლები:

  • მოსახერხებელი შემწოვი მოწყობილობა, ფიქსირებული პოზიციით.

  • ერგონომიური ფეხით ჩამრთველი/გამომრთველი.

  • მოჰყვება რამდენიმე სასრუტი.

  • აქვს სპეციალური დამატებითი ნაწილები, როგორიცაა სათადარიგო ფილტრის ჩანთის განყოფილება  (Cleanserv S 13 Eco).

Cleanserv Pro-ს სველი და მშრალი წმენდის მტვერსასრუტები: განკუთვნულია სამრეწველო წმენდისთვის.

Hako-ს Cleanserv Pro-ს სერია გთავაზობთ სამრეწველო და ინდუსტრიული წმენდის ძლიერ მშრალ და სველი წმენდის მტვერსასრუტებს. მისი მტვრის კონტეინერის ტევადობა 30-დან 80 ლიტრამდეა, ხოლო ძრავების სიმძლავრე 1300W-დან 2600W-მდე მერყეობს. მტვერსასრუტი უზრუნველყოფს ეფექტურ, ხანგძლივ გამოყენებას,  კარგად აშორებს ჭუჭყსა და წყალს შემდეგი ფუნქციების წყალობით:

  • გრძელი ელექტრო (10 მეტრამდე) სადენი.

  • დაპატენტებული ციკლონური წყლის გამანაწილებელი სისტემა.

  • გამძლე დიზაინი გრძელვადიანი, ეკონომიური მუშაობისთვის.

Cleanserv VU4: ხალიჩების წმენდა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

Hako-ს Cleanserv VU4 მოდელი შესანიშნავი არჩევანია ხალიჩით დაფარული იატაკის ეფექტური და ნაზი, მშრალი ვაკუუმური წმენდისთვის. მომხმარებელზე მორგებულ ჯაგრისიან მტვერსასრუტს მოჰყვება ტელესკოპური შემწოვი მილი, გასაშლელი შლანგი და ანტიბაქტერიული ბოჭკვანი ფილტრი, მაღალეფექტურ ჰაერის (HEPA) ფილტრთან ერთად. ჯაგრისების შეცვლა შესაძლებელია დამატებითი ხელსაწყო იარაღების გამოყენების გარეშე, ხოლო კომპაქტური დიზაინი უზრუნველყოფს ადვილად ტრასპორტირების შესაძლებლობას.