საპალეტე თაროები

sawyobis-stelazhebi

საპალეტე თაროები

გააუმჯობესეთ საწყობის ეფექტურობა სტანდარტული საპალეტე თაროების დამონტაჟებით

საპალეტე თაროები წარმოადგენს შენახვის მრავალფეროვან მეთოდს, რომელიც გეხმარებათ სასაწყობე სივრცის პოტენციალის სრულად ათვისებაში. ეს მარტივი და ეფექტური სისტემა შესანიშნავია პალეტირებული პროდუქციის შესანახად. დამატებით, ის ერგება თქვენი დამტვირთველისა და სასაწყობე ტექნიკის ოპერირების პროცესს, რაც ზრდის საწყობის ეფექტურობას.

იტალიური საპალეტე თაროები:

"K2 სასაწყობე ტექნიკა" წარმოადგენს იტალიური საპალეტე თაროების მწარმოებელი კომპანიის, ROSSS-ის, პრემიუმ ხარისხის პროდუქციის ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში. ჩვენ გთავაზობ საპალეტე თაროებს 35 წლიანი გარანტიით საწყობებისთვის, სადისტრიბუციო ცენტრებისთვის, საწარმოებისა და სხვა ინდუსტრიული თუ კომერციული შენობებისთვის.

რა უპირატესობებს გაძლევთ სტანდარტული საპალეტე თაროების სისტემა?

პალეტების თაროებზე განლაგების სისტემა გთავაზობთ მოქნილობას საწყობის დიზაინისა და საწარმოო ნაკადების ოპტიმიზაციისათვის. საპალეტე თაროების სისტემა ერგება კონკრეტულად თქვენს საჭიროებებს ტვირთის წონისა და მოცულობის მიხედვით, რათა ეფექტურად განახორციელოთ პროდუქციის დასაწყობება.

ორმხრივი საპალეტე თაროები: სივრცის ოპტიმიზაცია

ტელესკოპური ჩანგლებით აღჭურვილ დამტვირთველთან ერთად, სტანდარტული განლაგების სისტემა იძლევა ორმხრივი პალეტების სივრცის გამოყენების საშუალებას. ასეთი სტრატეგიული მიდგომა ზრდის პალეტების ტევადობას.

მრავალმხრივი თავსებადობა: პალეტების თაროებზე განლაგების მეთოდი ყველანაირი საჭიროებისთვის

ჩვენს მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი საპალეტე თაროები თავსებადია ყველანაირი სახეობის პალეტთან: იქნება ევროპული ან ამერიკული სტანდარტის პალეტი თუ სხვა. ისინი ერგება ნებისმიერი ტიპის სასაწყობე სივრცეს და მაქსიმალურად გამოყენებადს ხდის მას.

ინდივიდუალური გადაწყვეტილებები: საპალეტე თაროების მორგება თქვენს საწყობზე

ჩვენს მიერ შემოთავაზებული პალეტების განლაგების სისტემის მოდულარული ხასიათი იძლევა კონფიგურაციის მარტივად შეცვლის შესაძლებლობას. სხვადასხვა კომპონენტების გამოყენებით, როგორიცაა ჰორიზონტალური ძელები, კუთხის დამჭერები, თაროები და სხვა აქსესუარები, შეგვიძლია კონკრეტულად თქვენი საწყობის მოთხოვნებზე მორგებული სისტემის შექმნა. 

 ჩვენი საპალეტე თაროების უპირატესობებია:

  • 35 წლიანი გარანტია
  • მოქნილობა სასაწყობე სივრცის ცვლილებასთან მიმართებით
  • შეუზღუდავი წვდომა პალეტებზე
  • თავსებადობა ყველა ტიპის პალეტთან
  • სიმყარე და გამძლეობა
  • შთამბეჭდავი დატვირთვის სიმძლავრე (30 ტონამდე)
  • კოროზიისადმი რეზისტენტულობა
  • დამატებითი აქსესუარების არჩევანი