სექციური კარი და დოკ ლეველერი

მაღალი ხარისხის Hörmann-ის დოკ-ლეველერი, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ და უსაფრთხო დატვირთვის ოპერაციებს ინდუსტრიულ გარემოში, და გამძლე Hörmann-ის სექციური კარი, რომელიც უზრუნველყოფს შესანიშნავ თბოიზოლაციას და ენერგოეფექტურობას კომერციული შენობებისთვი

გერმანული ბრენდის, Hörmann-ის, დოკ-ლეველერები და სექციური კარები - ახლა უკვე საქართველოში!

Hörmann-ის პროდუქციის ინოვაციური ტექნოლოგია

Hörmann-ის დოკ-ლეველერები და სექციური კარები შექმნილია ინოვაციური გერმანული ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს ლოგისტიკური პროცესების საიმედოობასა და ეფექტურობას. K2 სასაწყობე ტექნიკა, წარმოადენს Hörmann-ის პროდუქციის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.

 

ინსტალაციის მარტივი შესაძლებლობა

Hörmann-ის დოკ-ლეველერების ინსტალაციის პროცესი ძალიან მარტივია, შედუღების ზუსტი წერტილები, მყარი, ბრტელი ანკერები და სტრატეგიულად განლაგებული საჰაერო სარქველები უზრუნველყოფენ უსაფრთხო ინსტალაციას და ხანგრძლივ საოპერაციო ციკლს.

მართვის ჭკვიანი სისტემა: BlueControl

BlueControl აპლიკაციით მარტივად შეგიძლიათ დაამონტაჟოთ და მართოთ დოკ ლეველერი, შეამციროთ არაეფექტურობა და გაზარდოთ სასაწყობე ოპერაციების პროდუქტიულობა.

თბოიზოლაცია და ენერგიის ეკონომია

Hörmann-ის დოკ ლეველერები და სექციური კარები შექმნილია ფოლადის იმგვარი სტრუქტურით, რომელიც უზრუნველყოფს შესანიშნავ თბო-იზოლაციას და კონტროლირებული ტემპერატურის მქონე გარემოს შენარჩუნებას, შედეგად, საგრძნობლად ამცირებთ ელექტრონერერგიის დანახარჯებს.

კონსტრუქციის მდგრადობა

Hörmann-ის დოკ ლეველერის მთავარი მახასიათებელი საიმედოობაა. პლატფორმა ჩამოსხმულია S 235 სტანდარტის ფოლადით, რაც უზრუნველყოფს კონსტრუქციის დეფორმაციისადმი მედეგობას ურთულეს ინდუსტრიულ გარემო პირობებშიც კი.

დატვირთვის უსაფრთხოება და ეფექტურობა

Hörmann-ის დოკ ლეველერები უზრუნველყოფს დამტვირთველის გლუვ გადასვლას პლატფორმიდან სატვირთო მანქამანდე მაღალ სიჩქარეზეც კი. შედეგად მცირდება ტვირთის დაზიანების რისკი და ჩქარდება სასაწყობე ოპერაციები.

ენერგიის ინოვაციური სისტემა

Hörmann-ის DOBO (Dock Before Opening) სისტემა დატვირთვის ტექნოლოგიაში მნიშვნელოვანი ინოვაციაა. ის სატვირთო მანქანის პლატფორმასთან გადატვირთვის შესაძლებლობას იძლევა მაშინაც, როცა მანქანის კარი დალუქულია. ეს პროცესი თითოეული სატვირთოს დაცლა/დატვირთვის დროს გიზოგავთ საშუალოდ 5 წუთს, ზრდის უსაფრთხოებასა და გიმცირებთ ენერგიის დანახარჯებს.

დამცავები და აქსესუარები

ტვირთის დაცლა/დატვირთვის დროს, შენობისა და სატვირთო მანქანის დაზიანების პრევენციისათვის, Hörmann გთავაზობთ დამცავ სისტემებს, რომელიც ძლიერი დაჯახების შემთხვევაშიც უძლებს ზემოქმედებას, მათ შორის, დამატებითი აქსესუარები უზრუნველყოფს სატვირთო მანქანის უსაფრთო პარკირებას.

Hörmann-ის სექციური კარები უნივერსალური გადაწყვეტილებაა ნებისმიერ ინდუსტრიაში.

გამძლე სტრუქტურა

ჰორმანის სექციური კარები განკუთვნილია 25,000 სამუშაო ციკლამდე და გააჩნია 10 წლიანი გარანტია. ისინი აღჭურვილია ბურთულიანი როლიკებით, მყარი სექციური დამაკავშირებლებითა და კოროზიისადმი რეზისტენტული ჩარჩოებით, რაც უზრუნველყოფს გლუვ და უხმაურო ოპერირებას მინიმალური ცვეთით.

ენერგო-ეფექტურობა

ჰორმანის ულტრა სწრაფი, WA 500 FU ძრავის მქონე სექციური კარი, რომელიც იღება 1მ/წმ სიჩქარით ზოგავს ენერგიას, ასწრაფებს სამუშო პროცესს და ზრდის ეფექტურობას. გარდა ამისა, თბოიზოლირებული დამაკავშირებლები ამცირებენ ჰაერის გამტარობას, 67 მმ სისქის ალუმინის კარები კი მნიშვნელოვნად ინარჩნუებს ტემპერატურას.

გამჭვირვალობა

ალუმინის ჩარჩოს მქონე, Duratec-is სინთეტიკური მინით აღჭურვილი სექციური კარი უზრუნველყოფს ნათელ ხედს, ელეგანტურობასა და ნაკაწრებისგან დაცვას უხეში გამოყენების პირობებშიც კი.

უსაფრთხოება

Hörmann-ის სექციური კარებს ერგება სხვადასხვა დამატებითი აღჭურვილობა, რათა დააკმაყოფილოს კონკრეტული მოთხოვნები. ესენი მოიცავს: რეგულირებად როტაციულ საკეტებს და სერტიფიცირებული RC2 უსაფრთხოების სისტემებს.