შესაფუთი აპარატი

აღმოაჩინე ხარისხის პალეტის შესაფუთი დანადგარები.

რობოპაკის პალეტის შესაფუთი აპარატი

Masterplat Plus

The Robopac Masterplat Plus-ის პალეტების შესაფუთი აპარატის მომხმარებელზე მორგებული მახასიათებლები და ცელოფნის წინასწარი გაჭიმვის ფუნქცია გეხმარებათ პალეტების შეფუთვის პროცესი ჩაანაცვლოთ ნახევრად ავტომატიზირებული მეთოდით და გაზარდოთ ეკონომიურობა.

გაზრდილი პროდუქტიულობა

თუ დიდი რაოდენობის პალეტებს ფუთავთ, ნახევრად ავტომატიზირებული შესაფუთი აპარატი საუკეთესო არჩევანია, ვინაიდან,  ის უზრუნველყოფს პალეტების რამდენიმე წამში უსაფრთხოდ და ეფექტურად შეფუთვას. 

მორგებადი მართვის პანელი

მომხმარებელზე მორგებულ მართვის პანელს აქვს ექვსი რეჟიმი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ფირის დაჭიმულობა მოარგოთ კონკრეტულად თქვენს საჭიროებებს. PGS-ის ფირის სატრიალებელს აქვს მიმაგრებული მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს 250%-ით წინასწარ დაჭიმვას. დაჭიმვის ინტენსივობა კონტროლდება ტენზომეტრიული გადამწოდით, რომელიც ინტეგრირებულია მართვის პანელთან. აგრეთვე შეგიძლიათ აირჩიოთ 150%-იანი, 200%-იანი და 300%-იანი დაჭიმვის მექანიზმები თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, USB პორტი გაძლევთ შესაძლებლობას მარტივად ჩამოტვირთოთ მონაცემები შეფუთული პალეტების შესახებ. 

Masterplat-ის უპირატესობები

  • ხარჯების მინიმიზაცია და წარმადობა

  • პალეტების სტაბილურობის უზრუნველყოფა

  • მომხმარებელზე მორგებული სამართავი პანელი

Robopac Ecoplat

Robopac Ecoplat Plus FRD-ის პალეტების შესაფუთი აპარატი

The Robopac Ecoplat Plus FRD-ის პალეტების შესაფუთი აპარატიც წარმოდგენილია ელასტიური შეფუთვის ინდუსტრიის გლობალური ლიდერის - Robopac-ის მიერ და წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ პალეტების ხელით შეფუთვის პროცესი ჩაანაცვლონ ნახევრად ავტომატიზირებული სისტემით.

ადვილად გამოსაყენებელი მართვის პანელი შექმნილია, რათა მოერგოს თქვენს მოთხოვნებს. ის საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ პალეტის ზედა და ქვედა მხარის შეფუთვის პარამეტრები და მოარგოთ ბრუნვის სიჩქარე თქვენს საჭიროებებს. მართვის პანელის LED ეკრანი გთავაზობთ დამატებით სხვა შეფუთვის ციკლების ფუნქციებსაც, რაც უფრო მრავალფეროვანს ხდის შეფუთვის პროცესს.

Masterplat Plus აპარატისგან განსხვავებით მას არ აქვს ცელოფნის წინასწარი გაჭიმვის ფუნქცია და განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც შედარებით ნაკლები სიხშირით ფუთავენ პალეტებს.

შესაფუთი ფირი

პალეტის შესაფუთი ფირი

აღმოაჩინე უმაღლესი ხარისხის შესაფუთი ცელოფანი, რომელიც განკუთვნილია პროდუქციის ინდუსტრიული შეფუთვისთვის. ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ ეკონომიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამავდროულად არ იწვევს კომპრომისს მდგრადობასთან მიმართბით. ჩვენი პროდუქტები იწარმოება ისე, რომ ხარჯების შემცირების მიუხედავად, შენარჩუნებულია ეკოლოგიური თავისებურებები. გარდა ამისა, გთავაზობთ შესაფუთი ფირების ადაპტირებად ტიპებს: განსხვავებული მიკრონისა და  წელვადობის სპეციფიკაციებით, რომლებიც ერგება კონკრეტულად თქვენს მოთხოვნილებებ.

დაჯავშნეთ უფასო ტესტირება და აღმოაჩინეთ პალეტის შესაფუთი ცელოფანი, რომელიც მინიმუმ 30%-ით შეგიმცირებთ დანახარჯებს.