დამტვირთველის სერვისი

გთავაზობთ დამტვირთველის საუკეთესო მომსახურებას საქართველოში
damtvirtvelis-servisi

დამტვირთველის სერვისი

ტექნიკოსის მომსახურება

დატვირთველის სერვისი ტოიოტას სერთიფიცირებული ტექნიკოსების მიერ

ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სასაწყობე ტექნიკას, არამედ  დამტვირთველის საუკეთესო სერვისს საქართველოში. მომხმარებლის კმაყოფილება ჩვენი უპირველესი მიზანია და ტექნიკოსები ძალიხსმევას არ იშურებენ, რომ თქვენი მოლოდინები გაამართლონ. იმისათვის, რომ კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნოთ თავი, ტექნიკოსები მთელი საქართველოს მასშტაბით, ადგილზე უტარებენ დამტვირთველსს სერვისს. ისარგებლეთ დამტვირთველის პროფესიონალური მომსახურებით სწორედ იქ, სადაც გჭირდებათ.

დამტვირთველის სერვისის პაკეტები

მოარგეთ დამტვირთველის სერვისის პაკეტები თქვენს საჭიროებებს

ჩვენი მომსახურების პაკეტები შესაძლებლობას გაძლევთ თქვენს საწყობში არსებული თითოეული დამტვირთველის მომსახურება გააერთიანოთ ერთი სისტემის ქვეშ. ეს საშუალებას მოგცემთ სრულად აკონტროლოთ  თქვენი ბიზნესი ისე, რომ იღებდეთ ყველა მნიშვნელოვან მონაცემს დამტვირთველების ოპერირების შესახებ.

პრევენციული სერვისი

თავიდან აირიდეთ მოულოდნელი შეფერხებები და დამტვირთველის  მაღალფასიანი რემონტი პრევენციული სერვისის პაკეტის დახმარებით, რომელიც მოიცავს:

  • გეგმიურ მომსახურებას (ჩვეულებრივ, 500 საათი);
  • მომსახურებასთან დაკავშირებული ტრანსპორტირების ხარჯებს;
  • დეტალურ რეპორტს, რომელშიც აღწერილი იქნება ტექნიკის მდგომარეობა და გაუმჯობესების რეკომენდაციები, რათა უზრუნველყოთ დამტვირთველის გრძელვადიანი ოპერირება.

პაკეტში არ შედის:

  • მომსახურებისთვის საჭირო დამატებითი ნაწილები, როგორიცაა ზეთი, ფილტრები და ლუბრიკანტები;
  • სათადარიგო ნაწილები, რომელთა შეცვლა საჭიროა ნორმალური ცვეთის ან დაზიანების გამო.
  • გაუთვალისწინებელი დაზიანებების შეკეთება.

საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, თქვენს პაკეტში ტექნიკური ინსპექტირების სერვისის დამატებაც.

სრული მომსახურება - დაივიწყეთ თქვენი დამტვირთველის სერვისი 

აღნიშნული პაკეტი სრულად ფარავს ყველა ტიპის მომსახურებასა და ნაწილებს.

  • გეგმიური მომსახურების სამუშაოები;
  • მოულოდნელი დაზიანებების პრევენცია, რაშიც შედის მომსახურებისა და შეკეთებისთვის საჭირო ნაწილები.
  • დეტალური რეპორტი  პროფესიონალურ მოვლის რეკომენდაციებთან ერთად.
  • ტექნიკოსის გამოძახება ჩვეულებრივ, არასამუშაო საათებშიც.

დამატებითი შემოთავაზებები:

  • ადგილზე მყოფი ტექნიკოსი დაუყოვნებლივ დახმარებისთვის.
  • საბურავების შეცვლა.
  • დამტვირთველის აკუმულატორის სპეციალური მოვლა.
  • სატვირთო მანქანის შეღებვა.

მოხარული ვიქნებით მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ჩვენი მომსახურების პაკეტების შესახებ და დაგაკვალიანოთ როგორ შეგვიძლია მათი მორგება კონკრეტულად თქვენი მოთხოვნებისადმი.

დამტვირთველის ინსპექტირება

დამტვირთველების სრული შემოწმება: კანონმდებლობასა და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

ყველა ტიპის ინდუსტრიულ ტექნიკა: ჩანგლიანი დამტვირთველი, VNA (ვიწრო გასასვლელის) დამტვირთველი, ტელესკოპური დამტვირთველი, თვითმცლელი და  სხვა ტიპის სასაწყობე ტექნიკა საჭიროებს სრულყოფილ ინსპექტირებას.

ჩვენი სერტიფიცირებული ტექნიკოსი დეტალურად ჩაინიშნავს სრული შემოწმების შედეგებს და ნებისმიერი გამოვლენილი დეფექტის შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს როგორც ოპერატორს, ისე ტექნიკაზე პასუხისმგებელ პირს.