Caucasus Build 2024
26-28 აპრილს, ჩატარდა მშენებლობისა და ინტერიერის 29-ე საერთაშორისო გამოფენა, სადაც "K2 სასაწყობე ტექნიკა" ზედიზედ მესამედ წარსდგა და ტოიოტას ინდუსტრიულ ტექნიკასთან ერთად წარადგინა სხვა პროდუქტებიც.
გამოფენაზე წარმოდგენილ ტექნიკა მოიცავდა: ტოიოტას მექანიკურ და ელექტრო ურიკებს, სტაკერებსა და ელექტრო დამტვირთველებს, Robopac-ის შესაფუთ დანადგარდს, Hako-ს ბრენდის მოსარეც და მოსახვეტ აპარატებს, იტალიური ბრენდის Rosss-ის საპალეტე თაროებსა და MPM-ის ბრენდის PVC დამცავებს, Maragnoni და BKT ბრენდის დამტვირთველისა და ექსკავატორის საბურავებს. "K2 სასაწყობე ტექნიკა" ინდუსტრიული ტექნიკის სექტორის მხრიდან წარმოადგენდა გამოფენის ერთადერთ მონაწილეს.
გამოფენის მთავარ მიზანს წარმოადგენს შექმნას ერთგვარი პლატფორმა, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები პოტენციურ მომხმარებლებს დაუკავშირდებიან. ამასთან ერთად, ღონისძიებაზე დამსწრებ მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ სამშენებლო და ინდუსტრიულ სექტორში მიმდინარე სიახლეებსა და ტენდენციებს. მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და დამსწრეებს.