ბლოგი

სასაწყობე ტექნიკის გზამკვლევი

თანამედროვე სასაწყობე ტექნიკა
31 Mar 2025

5 აუცილებელი ტექნიკა/ხელსაწყო თანამედროვე საწყობისათვის

პროდუქციის ძიებაში დაკარგული დრო, დაზიანებული საქონელი, სივრცის არაეფექტური გამოყენება და პერსონალის შრომის ნაყოფიერების შემცირება — ეს იმ გამოწვევების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ნაკლებად ოპტიმიზებულ საწყობში იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, კვლევები ადასტურებს, რომ  სამუშაო გარემოში მომხდარი უბედური შემთხვევების 70% სწორედ არასათანადო  სასაწყობე აღჭურვილობისა და გაუმართავი სისტემების გამო ხდება, ხოლო კომპანიების წლიური მომსახურების ხარჯების დაახლოებით ნახევარი დაზიანებული დანადგარებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენაში იხარჯება. ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს იმას, თუ რამდენად აუცილებელია, რომ საწარმოო ობიექტები თანამედროვე ლოჯისტიკური აქსესუარებითა და ტექნიკით აღიჭურვოს.