
სასაწყობე ტვირთის გადასატანად ბაზარზე მოწყობილობის ორი ძირითადი ტიპი არსებობს, ესენია მექანიკური და ელექტრო როხლები. ერთი შეხედვით, ორივე ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს, ტვირთს წევს და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადააადგილებს. თუმცა, მათ შორის არსებული განსხვავებები საწარმოო პროცესის წარმატებასა და პერსონალის ფიზიკურ დატვირთვაზე აისახება.
ამ ორ მოწყობილობას შორის არჩევანის გაკეთება ნამდვილად დიდი დილემაა — ერთის ფასი უფრო მომხიბვლელია, მეორის კი ეფექტურობა. არჩევანის გასამარტივებლად, ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ ორივე ტიპის დამტვირთველის უპირატესობებსა თუ ნაკლოვანებებს და გირჩევთ, თუ რომელ სფეროში რომელი მათგანი გამოგადგებათ. თუმცა, თუ გადაწყვეტილებას მაინც ვერ მიიღებთ, უმჯობესია, დაგვიკავშირდეთ, ინდივიდუალური კონსულტაცია გაიაროთ და ეფექტური სასაწყობე ტექნიკა K2-ის გუნდის დახმარებით შეარჩიოთ.
მექანიკური როხლები
მექანიკური ხელის ურიკა პოპულარობას რამდენიმე მიზეზის გამო ინარჩუნებს, რაც პირველ რიგში, მის დაბალ ღირებულებაში ვლინდება და საწყისი ფასი 500-600 €-ია. ამის გამო, ის მცირე ბიზნესისათვის უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ელექტრო როხლი.
მექანიკური დამტვირთველი მარტივი კონსტრუქციითაა შექმნილი. მისი ჰიდრავლიკური და მექანიკური სისტემები თითქმის არ ზიანდება. შესაბამისად, ეს მოწყობილობები მძიმე სამუშაო პირობებს უძლებს და ტექნიკურ მომსახურებას იშვიათად საჭიროებს. ამავდროულად, ის კომპაქტურია და ვიწრო დერეფნებში ადვილად გადაადგილდება.
თუმცა, მექანიკურ ხელის ურიკებს ნაკლოვანებებიც აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ტვირთის აწევა და გადაადგილება მექანიკურად ხდება მოწყობილობის მთავარი უარყოფითი მხარე მაღალი ფიზიკური დატვირთვაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტვირთის გადაადგილება დიდი ფართობის საწყობში ხდება. გარდა დიდი ძალისხმევისა, იზრდება ოპერატორის ტრავმირების რისკიც, რადგან დაღლილობასთან ერთად, მობილიზება და ყურადღება იკლებს. ამასთან ერთად, პრობლემებს ქმნის ტვირთის წონასთან დაკავშირებული შეზღუდვები. ჩვეულებრივი ხელის ურიკა 2500 კგ-ზე მეტს ვერ უმკლავდება, რაც ხშირად დიდი წარმოებისათვის საკმარისი არ არის. პრობლემატურია მექანიკური როხლების აწევის სიმაღლე, რომელიც ჩვეულებრივ, 200-300 მმ. უტოლდება, რაც ბევრი ოპერაციისათვის საკმარისი არ არის.
მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, მექანიკური საპალეტე ურიკები კვლავ ოპტიმალური არჩევანია მრავალი ბიზნესისათვის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტი შეზღუდულია, მაგრამ სასაწყობე პროცესების ოპტიმიზება პრიორიტეტად რჩება.
ელექტრო როხლები
შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო როხლი მექანიკური ვერსიის გაუმჯობესებული ვერსიაა. შესაბამისად, პერსონალის მხრიდან ტვირთის გადასაადგილებლად მინიმალური ძალისხმევაა საჭირო. მოწყობილობაში ინტეგრირებული ელექტრო ძრავა ამსუბუქებს როგორც ტვირთის აწევას, ისე მის გადაადგილებას, რაც ოპერატორს ფიზიკური დატვირთვისაგან ფაქტობრივად ათავისუფლებს. ეს საკითხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მასშტაბური საწყობებისა და წარმოებისათვის, სადაც ტვირთის მოცულობასთან ერთად, გადასაადგილებელი ფართობიც დიდია.
ელექტრო როხლების საშუალებით უფრო მძიმე ტვირთის გადაზიდვაა შესაძლებელი, რაც, როგორც წესი, 1300-3000 კგ-მდე მერყეობს, თუმცა არსებობს უფრო დიდი მაჩვენებლების მქონე დამტვირთველებიც. ამ მახასიათებლების გათვალისწინებით, მოწყობილობა იდეალურია დიდი საწარმოებისა და ქარხნებისათვის.
მიუხედავად უამრავი უპირატესობისა, ელექტრო როხლებში გარკვეული ნაკლოვანებებიც ვლინდება. მათი საწყისი ღირებულება, მექანიკურ მოდელებთან შედარებით, გაცილებით მაღალია. ამ მოწყობილობების ფასი 2000 €-დან იწყება.
ელექტრო დამტვირთველი რეგულარულ დამუხტვას საჭიროებს, რაც პოტენციურად სამუშაო პროცესის შეფერხებას გულისხმობს. ამასთანავე, ისინი უფრო რთული მექანიზმითაა აღჭურვილი, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა უფრო ხშირი ტექნიკური მომსახურება დასჭირდეს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრო ხელის ურიკები სწრაფად ვითარდება და უმჯობესდება. მაგალითად, ბოლო წლებში ტყვია-მჟავის აკუმულატორები ლითიუმ-იონის ელემენტებმა ჩაანაცვლა, რამაც მოწყობილობის მუშაობა გაახანგრძლივა და დამუხტვისათვის საჭირო დრო შეამცირა.
ელექტრო როხლში ჩადებული მაღალი საწყისი ინვესტიცია გაზრდილი პროდუქტიულობით, ნაკლები საფრთხითა და გაუმჯობესებული ეფექტურობით ანაზღაურდება. თანამედროვე ბიზნესისათვის, მზარდ ლოჯისტიკურ მოთხოვნებზე საპასუხოდ, ელექტრო დამტვირთველი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.
მახასიათებლები | მექანიკური ხელის ურიკა | ელექტრო ხელის ურიკა |
ღირებულება |
დაბალი საწყისი ღირებულება (600 €-დან) |
მაღალი საწყისი ღირებულება (2000 €-დან) |
ტვირთამწეობა |
ჩვეულებრივ 2500 კგ-მდე (ზოგიერთი მოდელი შეიძლება მეტიც იყოს) |
1300-3000 კგ და მეტი |
აწევის სიმაღლე |
200-300მმ. |
200-300მმ. |
ფიზიკური დატვირთვა |
მაღალი - ტვირთის აწევა და გადაადგილება ხდება ფიზიკური ძალის გამოყენებით |
დაბალი - ელექტრო ძრავა ამცირებს ფიზიკურ დატვირთვას |
კონსტრუქცია |
მარტივი, ნაკლებად რთული მექანიზმით |
რთული, მეტი კომპონენტით |
გამძლეობა |
ძალიან გამძლე, მძიმე სამუშაო პირობებშიც კი |
საჭიროებს უფრო მეტ მოვლას |
ტექნიკური მომსახურება |
იშვიათად საჭიროებს ტექნიკურ მომსახურებას |
უფრო ხშირი ტექნიკური მომსახურება |
კომპაქტურობა |
კომპაქტური, ადვილად მანევრირებადი ვიწრო სივრცეებში |
ნაკლებად კომპაქტური ელექტრო კომპონენტების გამო |
ენერგიის წყარო |
არ საჭიროებს დამუხტვას |
საჭიროებს რეგულარულ დამუხტვას, რამაც შეიძლება პროცესები შეაფერხოს |
ეფექტურობა დიდ მანძილზე |
დაბალი - ხანგრძლივი გადაადგილება ფიზიკურად მძიმეა |
მაღალი - იდეალურია ტვირთის დიდ მანძილზე გადასაადგილებლად |
ოპერატორის ტრავმის რისკი |
მაღალი, განსაკუთრებით დაღლისას |
დაბალი, ფიზიკური დატვირთვის შემცირების გამო |
რეკომენდებული გამოყენება |
მცირე ბიზნესი, შეზღუდული ბიუჯეტი, შეზღუდული სივრცე, ვიწრო დერეფნები, საცალო და სასურსათო მაღაზიები, მსუბუქი წარმოება |
საშუალო და დიდი საწყობები, დიდი მანძილები, მძიმე წარმოება, მასშტაბური ოპერაციები |
ბატარეის ტექნოლოგია |
- |
ტყვია-მჟავის ან ლათიუმ-იონის |
პროდუქტიულობა |
საშუალო |
მაღალი |
რომელი როხლი რომელი ბიზნესისთვისაა გამოსადეგი
დიდი საწყობებისათვის, სადაც ტვირთის დიდ მანძილზე გადაადგილებაა საჭირო, უმჯობესია ელექტრო როხლი შეარჩიოთ, რადგან ამ ტიპის მოწყობილობა ოპერატორის დატვირთვას ამცირებს და ეფექტურობას ზრდის.
საცალო და სასურსათო მაღაზიებში გამოყენებისათვის, უპირატესობა მექანიკურ როხლებს მიანიჭეთ. მსგავს ობიექტებში არსებული დატვირთვისათვის, ხელის მექანიკური ურიკა სრულიად საკმარისია.
საწარმოებსა და ქარხნების შემთხვევაში, არჩევანი წარმოების ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, სამშენებლო მასალებისა და ავტომობილების ნაწილების მწარმოებელი დაწესებულებებისათვის ელექტრო როხლებია საჭირო, რადგან აქ დიდი მოცულობის, მძიმე ტვირთია გადასაზიდი. ხოლო ტანსაცმლის ან სათამაშოების მწარმოებელი ობიექტებისათვის ხელის ურიკა ოპტიმალური არჩევანი იქნება. თუმცა, ეს საკითხი ყველა ბიზნესისათვის ინდივიდუალურია და უმჯობესია წარმოების მასშტაბის მიხედვით განსაზღვროთ.
სამშენებლო ობიექტებზე, როგორც წესი, უხეში და უსწორმასწორო რელიეფია. ასეთი გარემოსათვის მექანიკურ როხლს გირჩევდით, რადგან ის უფრო გამძლეა. თუმცა, ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი გამოწვევა — ფიზიკური ძალით დიდი წონის მქონე ტვირთის გადაზიდვა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტერიტორიის ფართობიც მასშტაბურია. ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ამ ინდუსტრიისათვის ტოიოტას ელექტრო ან დიზელის დამტვირთველებს შეარჩევთ, რადგან ეს მოდელები უფრო მძლავრია.
მარტივად, რომ შევაჯამოთ: მცირე ბიზნესისათვის მექანიკური როხლი ოპტიმალური მოწყობილობაა, რადგან ის ამ ტიპის დატვირთვას ეფექტურად გაუმკლავდება და უფრო იაფიც ღირს. საშუალო და დიდი საწყობებისათვის კი ელექტრო დამტვირთველებში ინვესტიცია უფრო გამართლებულია.
რჩევები დამტვირთველების მოვლისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის
როხლის რეგულარული მოვლა მის საექსპლუატაციო ვადას ახანგრძლივებს, უსაფრთხოებას ზრდის და ტექნიკური მომსახურების ხარჯებსაც ამცირებს. ამისათვის კი:
-
ყოველდღიურად შეამოწმეთ ბორბლები და სატვირთო ჩარჩოს ორივე მხარეს არსებული გრძელი ლითონის ელემენტები. დაზიანებული ბორბლები ართულებს დამტვირთველის გადაადგილებას, ამიტომ რაიმეს აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ საჭირო ზომებს — შეცვალეთ ან შეაკეთეთ;
-
ექვს თვეში ერთხელ შეამოწმეთ ჰიდრავლიკური ზეთის დონე. თუ როხლი ტვირთს რთულად, შეფერხებით წევს, შესაძლოა ზეთის გამოცვლა იყოს საჭირო;
-
წელიწადში ერთხელ საპოხი საშუალებებით დაამუშავეთ მოძრავი ნაწილები, განსაკუთრებით ბორბლებთან დაკავშირებული ღერძები. შედეგად შემცირდება ხახუნი და ტვირთის გადაზიდვისას როხლი ნაკლებ ხმაურს წარმოქმნის;
-
ელექტრო დამტვირთველების შემთხვევაში რეგულარულად შეამოწმეთ ელემენტები. ტყვია-მჟავური ბატარეების შემთხვევაში, დააკვირდით ელექტროლიტის დონეს, ხოლო ლითიუმ-იონისთვის დაიცავით დამუხტვის წესები — არ დაუცადოთ ბატარეის სრულ განმუხტვას ან სრულად დამუხტვას, არ დატოვოთ ხანგრძლივი დროით დამტენზე;
-
ორ კვირაში ერთხელ შეამოწმეთ ელექტრო შეერთებები და დარწმუნდით, რომ სამართავი ნაწილები გამართულად მუშაობს;
-
წელიწადში ერთხელ ჩაატარეთ პროფესიონალური ინსპექტირება, განსაკუთრებით მაშინ, თუ როხლებს ინტენსიურად იყენებთ.
გაითვალისწინეთ, რომ ხანგრძლივი და ინტენსიური გამოყენების პირობებში, შეიძლება ისეთმა პრობლემებმა იჩინოს თავი, რომლებსაც დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებით. ასეთ დროს რა უნდა მოიმოქმედოთ? გამოცდილ ინტრალოგისტიკურ კომპანია K2-ს უნდა მიმართოთ.
K2 ტოიოტას დამტვირთველებთან ერთად, სასაწყობე სივრცის ოპტიმიზაციის სრულ მომსახურებას გთავაზობთ
როგორც კი დამტვირთველის შეძენას გადაწყვეტთ და ინფორმაციას მოიძიებთ, აღმოაჩენთ, რომ სასაწყობე ტექნიკის მიმართულებით ტოიოტას ტექნიკა განსაკუთრებული ხარისხითა და ეფექტურობით გამოირჩევა.
ტოიოტას მექანიკური როხლები წარმატებით უმკლავდება დიდი მოცულობის, მძიმე ტვირთს. მოწყობილობა მყარი ჩარჩოსაგან, ერგონომიული სახელურისა და რბილად მოძრავი საბურავებისაგან შედგება. მისი დახმარებით საწყობებში, ქარხნებში და სხვა ინდუსტრიულ საწარმოში პალეტების გადაადგილება გამოწვევას აღარ წარმოადგენს.
ელექტრო დამტვირთველები კი გამძლე კონსტრუქციასთან ერთად, ლითიუმ-იონის ბატარეითაა აღჭურვილი, რომელიც მალე იმუხტება და დიდხანს ძლებს. იდეალურია დიდი საწყობებისა და საწარმოო სივრცეებისთვის.
K2, როგორც ტოიოტას ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, არა მხოლოდ ხარისხიან ტექნიკას გთავაზობთ, არამედ ტექნიკური გაუმართაობების აღმოფხვრაშიც გეხმარებით. ჩვენი გამოცდილება ინტრალოგისტიკის სფეროში 8 წელზე მეტს ითვლის, რაც ნიშნავს, რომ ზუსტად ვიცით, როგორ მოვარგოთ სასაწყობე ტექნიკა ბიზნესის საჭიროებებს და როგორ გავხადოთ სივრცე მეტად ოპტიმიზებული.
ჩვენი ტექნიკური ჯგუფები მთელ საქართველოს მასშტაბით 24/7 რეჟიმში მუშაობენ და ნებისმიერი სირთულის პრობლემას გონივრულ ვადაში აგვარებენ.
თუ დაინტერესებული ხართ ტექნიკის შეძენით, სივრცის ოპტიმიზაციით ან საწყობის დაგეგმარებით, მოგვმართეთ და გააუმჯობესეთ ბიზნეს ოპერაციები თანამედროვე მიდგომებით.